კატეგორიები

ასიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა იემენში პალესტინელების მხარდასაჭერად

ასიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა იემენში პალესტინელების მხარდასაჭერად

იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად დედაქალაქ სანააში, პალესტინელების მხარდამჭერი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ღაზის სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ქალაქებში საპროტესტო აქციები ყოველ პარასკევს იმართება.

შიიტური ისლამის მიმდევარი ჰუსიტების დაჯგუფება მსოფლიო მასშტაბით გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც წითელ ზღვაში ამ გასამხედროებული ორგანიზაციის წევრები საერთაშორისო სავაჭრო ხაზებზე მოძრავ საზღვაო ხომალდებს ესხმიან თავს, დემოკრატიული დასავლეთის რიგმა სახელმწიფოებმა უშედეგო გაფრთხილების შემდეგ რამდენჯერმე დაბომბეს ჰუსიტთა პოზიციები.

Related news
ისრაელის სარაკეტო იერიში იემენის დედაქალაქ სანაზე ტრამპი ამბობს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმა იემენზე შეჩერდება
სხვა ამბები