კატეგორიები

პოლონეთში გაფიცული სატვირთო მანქანების მძღოლები პროტესტს წყვეტენ

პოლონეთში გაფიცული სატვირთო მანქანების მძღოლები პროტესტს წყვეტენ

პოლონეთის ახალმა მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას სატვირთო მანქანების მძღოლებთან, რომლებიც თვეების განმავლობაში ბლოკავდნენ უკრაინელებს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე.

აქციის მონაწილეები პროტესტის მიზეზად პოლონეთის ბაზარზე უკრაინული პროდუქტების უკონტროლო შედინებით გამოწვეულ სიტუაციას ასახელებენ.

პოლონეთში გაფიცულები აქციებს ახალი მოლაპარაკებების დაწყებამდე შეწყვეტენ.

პოლონელი მძღოლები უკრაინელი გადამზიდავებისთვის შეზღუდვების ხელახლა შემოღებას მოითხოვენ.

უკრაინელი მძღოლების პირველმა ნაკადმა  დიდი დაბრკოლების გარეშე გადალახა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი. რთული და გრძელი გზის გავლის შემდეგ,  გახარებული მძღოლები სახლში მიიჩქარიან.

პოლონელი სატვირთო მანქანების მძღოლები ირჩევენ მიდგომას – ,,მოიცადე და ვნახოთ”.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონელ მძღოლებს თავიანთი მოთხოვნები აქვთ, ისინი მზად არიან, მისცენ შანსი ქვეყნის ახალ მთავრობას.

3 სასაზღვრო პუნქტზე გაფიცვის შეჩერება დროებითია – მოლაპარაკებები  ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

საბოლოო გადაწყვეტილებამდე სატვირთო მანქანების მძღოლებს მოცდა მოუწევთ.

Related news
ოტავის კონვენციის დატოვების შემდეგ, პოლონეთს სახმელეთო ნაღმების გამოყენება შეეძლება უკრაინაზე რუსეთის იერიშების გამო პოლონეთმა 2 აეროპორტი დროებით დახურა
სხვა ამბები