მთავარიევროპაშვეიცარიამსოფლიოს უახლოეს ათწლეულში პირველი ტრილიონერი ეყოლება

მსოფლიოს უახლოეს ათწლეულში პირველი ტრილიონერი ეყოლება

პირველი ტრილიონერი შესაძლოა გახდეს პირი, რომელიც დღეს საერთოდ არ არის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში. ამ სიის სათავეში ახლა ილონ მასკია.

სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაცია „ოქსფემ ინთერნეიშენალმა“ შვეიცარიის ქალაქ დავოსში ჩატარებულ ფორუმზე განაცხადა, რომ უახლოეს ათწლეულში მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ეყოლება.

ჯეფ ბეზოსი, ამერიკელი ბიზნესმენი, “ამაზონის” დამფუძნებელი Copyright AP Photo/Charlie Riedel
უორენ ბაფეტი
უორენ ბაფეტი, ამერიკელი ბიზნესმენი, Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი Copyright AP Photo/Nati Harnik

„ოქსფემ ინთერნეშენალი“ უკვე წლებია ცდილობს, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყურადღება გაამახვილოს უმდიდრეს ადამიანებსა და გლობალური მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის არსებულ მზარდ უთანასწორობაზე. ფორუმზე თქვეს, რომ ხუთი უმდიდრესი ადამიანის – ილონ მასკის, ბერნარ არნოს, ჯეფ ბეზოსის, ლარი ელისონისა და უორენ ბაფეტის ქონება 2020 წლიდან 114%-ით გაიზარდა.

,,2020 წლიდან მილიარდერებმა თავიანთ ქონებას საერთო ჯამში 3 ტრილიონი დოლარი დაუმატეს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში დედამიწაზე იქნებიან კონკრეტული პიროვნებები, რომელთა ქონებაც ტრილიონს მიაღწევს. მეორე მხარეს კი გვყავს 800 მილიონი მუშაკი, რომლებსაც თვეში იმდენი ხელფასიც კი არ აქვთ, რომ საარსებოდ დადგენილ მინიმუმს გასწვდნენ. ძალიან კარგად ვხედავთ, თუ როგორ ძარცვავენ დედამიწას კორპორატიული მონოპოლიები, თავს არიდებენ გადასახადებს და ითვისებენ სახელმწიფო რესურსებს”, – ამბობს ამითაბ ბეჰარი, ორგანიზაცია Oxfam International-ის დროებითი აღმასრულებელი დირექტორი.

თუ ტენდენცია არ შეიცვლება, პირველი ტრილიონერი ადამიანი მომდევნო ათწლეულში გამოჩნდება.

“სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი რჩება უსახლკაროდ და მათი უმეტესობა დღეებისა და თვეების განმავლობაში მშიერია, ტრილიონერების არსებობა წარმოუდგენელი და ნამდვილად დაუშვებელია“, – განაცხადა ამითაბ ბეჰარმა.

პირველ ტრილიონერად შეიძლება იქცეს ადამიანი, რომელიც დღეს საერთოდ არ არის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში. ამჟამად მის სათავეში ილონ მასკია. „ფორბსის“ მონაცემებით, მისი პირადი ქონება 250 მილიარდ დოლარს შეადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend