კატეგორიები

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა

პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა შეაჩერა

პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხმა მუშაობა შეწყვიტა. პოლონეთის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით, დათხოვნილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და იგეგმება რეფორმა. არჩეულია არხის ახალი მმართველი საბჭოც. მაუწყებლის ბევრი თანამშრომელი კვლავ შენობაშია, მათ ამ დრომდე არ იციან, რა ბედი ელით.

მოქალაქეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ დაწყებული რეფორმების საწინააღმდეგოდ და არხის დასაცავად აქცია გამართეს. თუმცა პოლონეთში საზოგადოების ნაწილი არ იზიარებს პროტესტის შინაარსს. ბევრი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული იყო.

პოლიტიკოსები მთავრობის კოალიციიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აუცილებელია გატარდეს ძირეული ცვლილებები, რათა საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელ მედიად ჩამოყალიბდეს.

პოლიტიკოსი ადრიან ვიტზაკი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან არხის მიტაცება არ ხდება, არამედ უბრუნდება ხალხს, რისი პირობაც არჩევნების დროს დადეს.

ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოულოდნელი არ ყოფილა. ახლა უკვე მმართველმა კოალიციამ, ის დიდი ხნის წინ დააანონსა და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პირობა შეასრულა.

Related news
ოტავის კონვენციის დატოვების შემდეგ, პოლონეთს სახმელეთო ნაღმების გამოყენება შეეძლება უკრაინაზე რუსეთის იერიშების გამო პოლონეთმა 2 აეროპორტი დროებით დახურა
სხვა ამბები