კატეგორიები

“სილქნეტმა” სატელევიზიო არხების სპორტული პროგრამები წარადგინა

“სილქნეტმა” სატელევიზიო არხების სპორტული პროგრამები წარადგინა

ქართველი სპორტის გულშემატკივრისთვის 2024 წელს უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება პრემიუმმატჩები, ქართველ სპორტსმენთა ასპარეზობები სხვადასხვა სახეობაში, ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ხელბურთის ჩემპიონატები, ასევე აზიის, აფრიკის, ამერიკის ტოპ კონტინენტური თამაშები.

„სილქ“ არხების სპორტული კონტენტი „სილქნეტისა“ და კომპანია „სპორტ ჯორჯიას“ პარტნიორობის შედეგად განახლდა.

„სილქნეტმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულ ფედერაციასთან, გამა მუშტი-კრივისა და საქართველოს კიბერ სპორტის ფედერაციებთან.

პარტნიორობა მოიცავს „სილქ სპორტ“ არხებზე, მათ მიერ ჩატარებული ეროვნული ჩემპიონატების ტრანსლირებას, რაც ხელს შეუწყობს ქართული სპორტის და სპორტსმენების პოპულარიზაციას.

„სილქნეტმა“ მოწვეულ სტუმრებს გააცნო სიახლეები, 2024 წლის პირდაპირ ტრანსლაციებზე, ჩვენების ექსკლუზიურ უფლებებზე, ასევე იმ ახალ კონტრაქტებზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და „რაგბი14“ ჩვენებებს შეეხება.

 

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები