მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთის პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი დაინიშნა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრად დონალდ ტუსკი დაინიშნა

პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას დაუჭირა მხარი, რითაც დაასრულა რვაწლიანი ნაციონალისტური მმართველობა და დიდი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირთან ურთიერთობის გასამყარებლად.

,,მადლობა მინდა გადავუხადო პოლონეთს. ეს მხოლოდ ჩემთვის კი არა, ჩემი თითოეული მხარდამჭერისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა’’,-ამბობს დონალდ ტუსკი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი.

ვარშავის კინოთეატრში ასობით პოლონელი შეიკრიბა. ისინი პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს ახალი პრემიერის გამოსვლას.

,,რამდენიმე ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, რომ  კინოთეატრში ახალი პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისთვის მოესმინათ. ჩვენ ამისთვის მხოლოდ ორი ეკრანი გვაქვს, დანარჩენს ვერ ვიყენებთ, რადგან ჩვეულებრივი კინოჩვენებებიც გვაქვს“,-ამბობს მიშალ მარშალი, შეკრების ინიციატორი.

პოლონელმა კანონმდებლებმა ევროკავშირის ყოფილ ლიდერს, დონალდ ტუსკს, მომავალი მთავრობის ფორმირება დაავალეს, რაც ქვეყნის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებს. ,,ეს ყველაფერი პოლონელმა ხალხმა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ დემოკრატიისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის გააკეთა’’, – ამბობს დონალდ ტუსკი.

დონალდ ტუსკი პირველად 2007 წელს აირჩიეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრად, იგი 2014 წლიდან ევროსაბჭოს პრეზიდენტიც იყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend