მთავარიამერიკავენესუელავენესუელას ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი, თეთრი ლომის სამი ბოკვერი დაიბადა

ვენესუელას ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი, თეთრი ლომის სამი ბოკვერი დაიბადა

გასულ წელს ვენესუელაში გადაშენების პირას მყოფი თეთრი ლომების ოჯახი ჩეხეთიდან ჩამოიყვანეს.  ზოოპარკის დირექტორის თქმით, დაიწყო ლომების გამრავლება, შესაბამისად, ოჯახს სამი ახალი წევრი შეემატა.

,,ისინი ვენესუელაში დაბადებული პირველი თეთრი ლომები არიან. რამდენიმე კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 200-ამდე თეთრი ლომია დარჩენილი. ჩვენ უდიდესი წვლილი შეგვაქვს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გამრავლებაში’’, -ამბობს ენტონი დე ბენედიქტისი, ზოოპარკის დირექტორი

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების გამო ზოოპარკის მეპატრონეებს ლეკვების დედისგან განცალკევება მოუწიათ. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მალე დაუბრუნებენ დედას.

,,თეთრი ლომები ჩვენთვის ეგზოტიკური ჯიშის ცხოველები არიან, რადგან მათი მშობლიური სამყოფელი ვენესუელა არ გახლავთ. მდედრი თეთრი ლომი მშობიარობის წინ ცდილობს, რომ პროცესს არავინ დაესწროს და ბოკვრები ყველასგან შორს გადამალოს. თუმცა ჩვენ ახალდაბადებული ლეკვები დილით ვიპოვეთ და მათ სამედიცინო შემოწმებას ვუტარებთ’’,-ამბობს ლიონელ ოვალესი, ვეტერინარი

ვენესუელის ზოოპარკში ლომების ჩამოყვანის იდეა 3 წლის წინ ვენესუელის ეკოსოციალიზმის მინისტრ ხოსუე ლორკას გაუჩნდა.

ვარაუდობენ, რომ ახალდაბადებული ბოკვერების გამო ვენესუელის ზოოპარკის სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად  გაიზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend