მთავარიევროპაირლანდიადუბლინში გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა

დუბლინში გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა

აქციის მონაწილეებმა დაწვეს პოლიციის მანქანა და ავტობუსი, დაარბიეს და გაძარცვეს მაღაზიები

ბოლო ინფორმაციით, დუბლინში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. 

მოქალაქეები ანტიმიგრაციული ლოზუნგებით აპროტესტებდნენ დუბლინის ერთ-ერთი სკოლის ახლოს მომხდარ თავდასხმას, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაიჭრა. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ დამნაშავე პირი მიგრანტია. აქცია არეულობასა და დაძაბულობაში გადაიზარდა, მათ პოლიციის მანქანა და ავტობუსი დაწვეს.

კომისრის დრიუ ჰარისის თქმით, დემონსტრანტები არიან შეშლილი ხულიგნები, რომლებიც მემარჯვენე იდეოლოგიით მოქმედებენ. ამას ემატება დამღუპველი ტენდენცია, რომ მშვიდობიანი აქცია ძალადობაში უნდა გადაიზარდოს. ახლა  ქალაქში მიმდინარეობს დამატებითი რესურსების მობილიზება, რათა სათანადოდ გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას.

ირლანდიელი პოლიციელები დუბლინში არეულობის დროს – By David Mac Dougall with AP

პოლიციამ სწრაფად იმოქმედა, შემდეგ კი განაცხადა, რომ სიტუაცია დამშვიდდა. გავრცელდა ცნობები პოლიციაზე თავდასხმის შესახებაც, თუმცა, საბოლოოდ, არეულობა სერიოზული დაზიანებების გარეშე დასრულდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ხულიგნებს შექმნილი ვითარების სათავისოდ გამოყენება სურდათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend