კატეგორიები

იორდანიაში ღაზის სექტორში საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქება გააპროტესტეს

იორდანიაში ღაზის სექტორში საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქება გააპროტესტეს

ამანის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა და გააპროტესტა ღაზის სექტორში საავადმყოფოსთან მომხდარი აფეთქება, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ისრაელის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღშფოთებული ხალხი შეიკრიბა. პროტესტანტებმა აქციის მიმდინარეობისას ისრაელის დროშაც კი დაწვეს.

“ჰამასი” საავადმყოფოსთან მომხდარ აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს, ხოლო ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ პალესტინელი მებრძოლების მიერ არასწორად გასროლილი რაკეტა მოხვდა საავადმყოფოსთან.

იორდანიის უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

იორდანიამ ასევე გააუქმა ოთხმხრივი სამიტი, რომელიც დაგეგმილი იყო ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვა ლიდერებთან, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სულ მცირე 500 ადამიანია დაღუპული.

Related news
იორდანიამ ცა დაკეტა და სამხედრო ძალები მზადყოფნაში მოიყვანა ქალაქ ამანში ღაზაში საომარი მოქმედებების განახლება გააპროტესტეს
სხვა ამბები