მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა

ბრიუსელში შეიარაღებულმა პირმა შვედეთის ორი მოქალაქე მოკლა

ბელგიის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს შეარაღებულ პირს, რომელმაც ბრიუსელში ორი ადამიანი დახოცა, ერთი კი დაჭრა. სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სადგურის მახლობლად მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრის. ბელგიის პოლიცია შემთხვევას ტერორიზმად აფასებს. შეარაღებული პირი გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებით იყო შთაგონებული.

ბელგიის პოლიცია შემთხვევის ადგილზე მუშაობს, 16 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP/Nicolas Landemard

“საღამოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც შეიარაღებული პირი თავდასხმას აღიარებს. ის ამტკიცებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს ქმედებებმა შთააგონა. ხოლო დაზარალებულთა წარმომავლობა თავდასხმის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ. ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ შემთხვევა ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებასთან იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა ბელგიის ფედერალური პროკურორის სპიკერმა ერიკ ვან დუისმა.

გარდაცვლილი ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქე იყო. ისინი ბელგიაში შვედეთისა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრების თამაშს უნდა დასწრებოდნენ. როდესაც შვედი გულშემატკივრების გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შვედეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მეორე ტაიმის გაგრძელება აღარ ისურვეს, იმავე პოზიციას იზიარებდა ბელგიის ნაკრებიც. შესაბამისად, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, მეორე ტაიმი აღარ გაგრძელებულიყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend