მთავარიევროპაკოსოვოკრიზისი ბალკანეთში

კრიზისი ბალკანეთში

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტის ფონზე კონტინენტზე კიდევ ერთი ომის დაწყების საშიშროება დგას. სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობები დაძაბულია, პრიშტინასა და ბელგრადს შორის საავტომობილო სანომრე ნიშნების შესახებ დაწყებული დაპირისპირება უფრო მძიმე კრიზისში გადაიზარდა. კოსოვოში ამტკიცებენ, რომ მათ ტერიტორიაზე სერბეთმა კარგად შეიარაღებული რაზმი შეგზავნა, შედეგად კი 4 ადამიანი დაიღუპა, რაზმის სამი წევრი და ერთი სამართალდამცველი კოსოვოდან. ბელგრადში მომხდართან კავშირს უარყოფენ.

კოსოვოს პოლიცია ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონებში რამდენიმე სხვადასხვა დასახლებაში სამძებრო სამუშაოებს ატარებს.

სწორედ ამ მიდამოებში რამდენიმე დღის წინ სროლის შედეგად 3 ეთნიკურად სერბი და ერთი კოსოვოელი სამართალდამცველი დაიღუპა.

ეს წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისია ისედაც მყიფე მშვიდობის მქონე რეგიონში.  ადგილობრივი მოსახლეობა მათ მიერ განცდილ სტრესზე საუბრობს.

მიროსლავ მილოსავლეჯიჩი, ადგილობრივი: “ჩვენ დიდი ტრავმა მივიღეთ, ყველამ ვინც აქ ცხოვრობს. მხოლოდ ისინი ვინც ცრუობს, ამბობენ, რომ დიდი არაფერი მომხდარა. გაგვიმართლა, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ იყო, მეზობლებიდან არავინ დაშავებულა, დიდება უფალს”.

რადე ნედელკოვიჩი, ადგილობრივი: “ეს კატასტროფა იყო, ვისი ბრალია? წარმოდგენა არ მაქვს, ბევრი დეტალი არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი დაპირისპირება იყო, ღამით 2 საათზე დაწყებული შეტაკება დღისით 3 საათისთვის დასრულდა”.

კოსოვოში ამტკიცებენ, რომ მათ ტერიტორიაზე სწორედ სერბეთმა შეაგზავნა კარგად შეიარაღებული რაზმი. ბელგრადში ამ ბრალდებას უარყოფენ. დემოკრატიული დასავლეთი კი ორივე მხარეს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend