მთავარიევროპაიტალიაარალეგალურ მიგრაციას "ევროპული პასუხი" სჭირდება - ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიის კუნძული მოინახულა

არალეგალურ მიგრაციას “ევროპული პასუხი” სჭირდება – ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიის კუნძული მოინახულა

იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დენ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი იტალიაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების პრობლემას გაუმკლავდება. მათ წინააღმდეგ კი, ვისაც მიგრანტები უკანონოდ შეჰყავთ ევროკავშირში, მკაცრ ზომებს მიიღებენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონისთან ერთად პატარა თევზსაჭერ კუნძულ ლამპედუზას ესტუმრა, სადაც ერთ დღეში 7000-მდე მიგრანტი არალეგალურად ჩავიდა.

კუნძულზე, რომელიც ტუნისთან უფრო ახლოსაა, ვიდრე იტალიასთან ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჩრდილოეთ აფრიკიდან უკანონოდ შემოსული მიგრანტების გამო. ისინი კუნძულზე უკვე ათწლეულებია, ჩამოდიან.

„წითელი ჯვრის“ მონაცემებით, სპეციალურ ცენტრში, რომელიც ასობით ადამიანზეა გათვლილი, ამ მომენტში 1,500 მეტი ადამიანი იმყოფება. ურსულა ფონ დენ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გადაწყვეტს, ვინ და რა ვითარებაში უნდა შევიდეს ევროკავშირში.

ადამიანებით მოვაჭრეები აქ არ დაიშვებიან. ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტს მიესალმა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

 

ევროკომისიის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი. 17 სექტემბერი, 2023 – Copyright Cecilia Fabiano/LaPresse

 

„არ ვთვლი, რომ ამ ვიზიტით ევროპა იტალიის მიმართ გამოხატავს სოლიდარობას. ეს უფრო საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობის ჟესტია. მართალია, ეს ყველაფერი იტალიის საზღვრებში ხდება, მაგრამ ის ხომ ევროპის საზღვრებიც არის“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.

ჯორჯია მელონი ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებს მოუწოდებს, უფრო მკაცრად გააკონტროლონ სანაპიროები, რომ მიგრანტები ადამიანებით მოვაჭრეების გემებზე არ მოხვდნენ. ევროკავშირის გეგმა ითვალისწინებს ტუნისისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას, რომ სანაპიროებზე კონტროლი გააძლიერონ. ასევე იგეგმება იტალიის გავლით ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა, რათა ქვეყნებში უკანონო მარშრუტებით შესვლა შეიზღუდოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend