მთავარიაფრიკალიბიალიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 ათასს გადასცდა

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 ათასს გადასცდა

ლიბიის დასახმარებლად ჯანდაცვის მსოფლიო როგანიზაცია საგანგებო ფონდიდან 2 მილიონ ევროს გამოყოფს

ლიბიის აღმოსავლეთში ქალაქ ბენღაზის ადმინისტრაციამ გასულ ხუთშაბათს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ბიუჯეტი დაამტკიცა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და რეგიონების დასახმარებლად.

პარლამენტში ასევე სპეციალური კომიტეტის ფორმირების შესახებ განაცხადეს, რომელიც წყალდიდობის შედეგებთან გასამკლავებლად გატარებულ ღონისძიებებს გააკონტროლებს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 11000-ს გადასცდა.

ლიბიის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ტაჰერ ელ-სონი ამბობს, რომ ამჟამად სტიქიის შედეგად დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას ვერ განსაზღვრავს,  თუმცა შიშობს, რომ ეს მონაცემები საგანგაშოდ მაღალია და კიდევ უფრო გაიზრდება.

ევროკავშირის სპიკერმა ხუთშაბათს ბრიუსელში დაადასტურა, რომ ევროკავშირი ქვეყანას  ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. მან დასძინა, რომ მომავალ დღეებში შესაძლოა დამატებითი დამხარებაც გაიგზავნოს.

ლიბიის დასახმარებლად საგანგებო ფონდიდან 2 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც.

ჯანმოში ამბობენ, რომ გააქტიურებულია მათი საგანგებო სამედიცინო ჯგუფების ქსელი. გუნდმა საფრანგეთიდან კი დაზარალებულ რეგიონში უკვე მოაწყო საველე ჰოსპიტალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend