მთავარიSCI-TECHტელეფონი თუ მოდური აქსესუარი? - ტექნოლოგიური კომპანიები მოდას უწყობენ ფეხს

ტელეფონი თუ მოდური აქსესუარი? – ტექნოლოგიური კომპანიები მოდას უწყობენ ფეხს

ბერლინის საყოფაცხოვრებო ტექნიკის  საერთაშორისო გამოფენა IFA Berlin ტექნოლოგიური პროდუქციის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენა და ბაზრობაა მთელ მსოფლიოში, რომელსაც მომავალ წელს 100 წელი შეუსრულდება. წლევანდელ გამოფენის მთავარი ტენდენცია მდგრადობა, დიზაინი და ინოვაცია იყო.

სმარტფონების ბაზარზე ისევ დაბრუნდა დასაკეცი ტელეფონები. სმარტფონების მწარმოებელ ჩინურ კომპანია „ონორს“ HONOR მტკიცედ სჯერა მათი წამატების. შოუს გახსნის ცერემონიაზე ამ კომპანიის ხელმძღვანელმა ორი ახალი პროდუქტი წარადგინა: ერთი გახლავთ „ონორ მაჯიკ ვი-ორი“ V2 – თხელი და მსუბუქი დასაკეცი სმარტფონი, რომელმაც უკვე მოიგო ჩინელი მომხმარებლის გული. თუმცა შოუზე ყურადღების ცენტრში მაინც მეორე სმარტფონი HONOR V Purse აღმოჩნდა, რომელიც შეგიძლია მხარზეც გადაიკიდო, რადგან ჩანთის ფორმა აქვს და დიზაინის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

“შეგიძლია ატარო, როგორც საფულე და მარტივად წახვიდე, სადაც გინდა“, – ამბობს ჯორჯ ჟაო, კომპანია HONOR-ის ხელმძღვანელი. „ეს არ იქნება მხოლოდ ძალიან მოდური საფულე, რომელშიც მოთავსებულია ფოტოკამერა და საკრედიტო ბარათი. თქვენს გარდერობში სხვადასხვა ტანსაცმელთან შესახამებლად უამრავ ჩანთას ინახავთ. ეს ჩანთის ფორმის სმარტფონი კი ნებისმიერ ტანსაცმელს მოუხდება“.

ნაკლები ქსოვილი და მეტი ბრწყინვალება. მოდისა და მაღალი ტექნოლოგიების დაწყვილების მიზნით კომპანია HONOR  საკუთარ პლატფორმაზე უამრავ ხელოვანსა და დიზაინერს იწვევს.

“ხელოვნება და ტექნოლოგია ზოგჯერ გვერდიგვერდ დადიან“, – ასე ფიქრობს იუნუენი, მექსიკელი თანამედროვე მხატვარი. „მაგრამ, როდესაც ისინი ერთიანდებიან, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოდის. თუ ოფისში ხარ, სხვა დიზაინს ირჩევ, თუ წვეულებაზე – სხვას. თუ ცხოველების მიმართ ცუდად მოპყრობას აპროტესტებ, ამის დემონსტრირებაც შეგიძლია ამ  გზით. და მომავლის მოდა, სავარაუდოდ, ასეთი იქნება“.

გამოფენაში 48 ქვეყნიდან ჩამოსული 2000 სუბიექტი მონაწილეობდა. საინტერესო იყო ხელოვნურ ინტელექტთან  დაკავშირებული ნაწარმი, რომელიც უკვე ჩვენს სახლებშიც შემოიჭრა და გვეხმარება, შევამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება.

“ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს, თუ როგორ მოიხმარ ელექტროენერგიას“, –  თუ სოფი ლანგი, ტექნოლოგიური კომპანია LG-ის მარკეტინგის წარმომადგენელი. „ელექტროენერგიის მოწოდება დაბალია, ეს სისტემა გთავაზობთ საკუთარ ოპტიმალურ ვერსიას, რომელიც აგიხსნით, თუ როგორ უნდა დაზოგოთ ენერგია ისე, რომ დისკომფორტი არ იგრძნოთ“.

მდგრადი მიდგომა ყველა დერეფანში იგრძნობა. ცირკულარული ეკონომიკა მომხმარებლის ახალი მოთხოვნაა და გამომგონებლები ცდილობენ, შესაბამისად უპასუხონ.

ავტორი: სირილ ფურნერისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend