მთავარიSCI-TECHხელოვნური ინტელექტი ადამიანის უსაფრთხოებასა და პირად მონაცემებს ახალ საფრთხეებს უქმნის

ხელოვნური ინტელექტი ადამიანის უსაფრთხოებასა და პირად მონაცემებს ახალ საფრთხეებს უქმნის

ყალბი ინფორმაციის უაღრესად დახვეწილი ფორმები სულ უფრო სწრაფად ვრცელდება ხელოვნური ინტელექტის წყალობით. ამის მაგალითია ე.წ. „დიფფეიკი” ანუ ყალბი ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ერთი შეხედვით სარწმუნო ჩანს.

ალბათ, უამრავ ადამიანს მიუღია საეჭვო შინაარსის ელექტრონული წერილი, რომელშიც ფულს გთხოვენ და სანაცვლოდ გპირდებიან ისეთ ზღაპრულ სიკეთეს, რომლის დაჯერებაც უბრალოდ შეუძლებელია. ახლა ჩვენს გასაბრიყვებლად უკვე ხელოვნური ინტელექტი ჩაერთო საქმეში.

პროფესორი მაიკლ ვულდრიჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის თანამშრომელი განმარტავს: „ე.წ. „დიფფეიკი“ (deepfake) ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ადამიანის ასლია და ამ ტექნოლოგიის წყალობით სიყალბე სრულიად ახალ, ძალიან სარწმუნო  საფეხურზე ავიდა“.

ეს ახალი ტექნოლოგიური ინსტრუმენტი სულ უფრო მეტად საშიში ხდება თაღლითების ხელში, რომლებიც „დიფფეიკს” იყენებენ როგორც ფულის გამოძალვის, ისე შანტაჟისა და ინტიმური სცენების უნებართვოდ გავრცელების მიზნით. ამიტომ მისი საფრთხე სულ უფრო იზრდება. იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ასეთი სიყალბისგან და შეძლოს რეალური ინფორმაციის ყალბისგან გარჩევა, „ევრონიუსი“ შეხვდა ოქსფორდის ექსპერტს ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, ასევე მოუსმინა „დიფფეიკის” მსხვერპლს და გაიგო, რომ უკვე არსებობს სიყალბის აღმოჩენის დეტექტორი, რომელიც ტექნოლოგიურმა კომპანია HONOR-მა შექმნა.

ავტორი: დეიმონ ემბლინგი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend