მთავარიგადაცემებიოკეანეხმელთაშუა ზღვის საფრთხეში მყოფი ბინადარნი - კუ და დელფინი

ხმელთაშუა ზღვის საფრთხეში მყოფი ბინადარნი – კუ და დელფინი

ხმელთაშუ ზღვის კუ და დელფინი დაცული სახეობებია, თუმცა მათ საფრთხე მაინც ემუქრებათ. „ევრონიუსი“ საბერძნეთსა და იტალიაში ჩავიდა და შეხვდა აქტივისტებსა და მოხალისეებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ ამ ცხოველების გადასარჩენად.

ზღვის კუ

ყოველ დილით –  მზე ამოიწვერება თუ არა – ბერძნული ორგანიზაცია  ARCHELON-ი დასავლეთ პელოპონესში მდებარე კიპარისიას ყურის დასათვალიერებლად გადის.

ეს არის ზღვის კუს ყველაზე დიდი ბუდობის ადგილი ხმელთაშუა ზღვაში, სადაც ბუდეების უმეტესობა 10 კილომეტრიან სანაპირო ზოლში გვხვდება. ისინი სწრაფად პოულობენ კუს კვალს, რომელიც ახალი ბუდისკენ მიდის. გუნდი ფრთხილად ათვალიერებს ბუდეს და ზემოდან ლითონის ცხაურას აფარებს, რათა კვერცხები დაიცვან ძაღლებისაგან და ადამიანის თანმხლები სხვა საფრთხეებისაგან.

როდესაც „არქელონმა“ ARCHELON-მა საქმიანობა დაიწყო, მისი წევრები ამ არემარეში მხოლოდ 600 ბუდეს ითვლიდნენ. ახლა  – 40 წლის შემდეგ –  კუს საქმე ბევრად უკეთ მიდის.

“ძალიან მიყვრას ზღვის კუ! ეს უძველესი ამფიბია დინოზავრების ეპოქიდან მოდის და ყოველ წელს ვხედავთ ამ სანაპიროზე როგორ გამოდიან ისევ და ისევ…“ – მიხალის სოროლიდისი, ARCHELON-ის დასავლეთი პელოპონესის პროექტის მენეჯერი.

დღეს ზღვა იმდენად სავსეა საფრთხეებით, რომ კუ ადამიანის დახმარების გარეშე ვერ გადარჩება.

„ამბობს  მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე და მტაცებელი –  ადამიანია. ამიტომ მგონია, რომ თუკი მათთვის ყველაზე დიდი საფრთხე ვართ, დახმარებაც ყველაზე მეტად შეგვიძლია,“ – განმარტავს მიხალისი.

ათენთან ახლოს მდებარე ქალაქ გლიფადაში  ARCHELON-ის საავადმყოფო მოვინახულეთ: „ზღვის კუს გადარჩენის ცენტრი“.

ავადმყოფი ან დაზიანებული კუები მთელი საბერძნეთიდან მოყავთ აქ. ჩვენი სტუმრობის დროს 29 პაციენტი დავთვალეთ, რომელთაგან ზოგი ძალიან იყო დაზიანებული. მათ განკურნებას წლები სჭირდება, უმარავი ვეტერინარი და რამდენიმე ათეული მოხალისე, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან.

ზღვის კუ ოფიციალურად დაცული სახეობაა. თუმცა მათ საფრთხეს ძირითადად უქმნის ზღვაში გაფანტული პლასტმასის პარკები – რომლებიც კუს მედუზა ჰგონია და ჭამს – და ასევე ზღვაში გაშლილი სათევზაო ბადეები.

ეირინი კასიმატი,  ARCHELON-ის  სამაშველო ქსელისა და რეაბილიტაციის მუშაკი:

„სამწუხაროდ ჩვენთან შემოსული ცხოველების უმეტესობას ძირითადად შეგნებულად აქვთ ზიანი მიყენებული, უმთავრესად თავის არეში. ნაიარევს ან ჭრილობას ვამჩნევთ წინა ფეხებზეც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კუ სათევზაო ბადეში მოყვა და როდესაც ადამიანები მის გამოძვრენას ცდილობდნენ –  ურტყამდენენ. ეს რა თქმა უნდა უპატიებელია. გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კუ ბადეშია გახლართული, ანკესის კაუჭი ან ძუა აქვს გადაყლაპული.“

სამაშველო ცენტრში სტუმრები უყვართ. მათი უმეტესობა ტურისტია.  ARCHELON-ი კერძო დონაციებზეა დამოკიდებული და მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორის ევროკავშირთან.

ძალიან რთულია იმის დადგენა, ზუსტად როგორ იღებს კუ დაზიანებას. დიდი ალბათობით ზოგიერთი მეთევზე ძალას ატანს, როდესაც ბადეში გახლართული კუს გამოძვრენას ცდილობს. ამას რასაკვირველია მათი სათევზაო ბადის დაზიანებაც შეუძლია და დიდი დროც მიაქვს, მაგრამ სამაგირეოდ ნადავლს ინარჩუნებენ.

„აქ შემოყვანილ თითოეულ კუს საკუთარი ისტორია აქვს, თითოეული თავისებურად ჯანმრთელდება. ამიტომ რასაკვირველია, როდესაც აქედან საღსალამათ კუს ვუშვებთ, ეს საუკეთესო განცდაა, რაც კი ჩვენს შრომას შეიძლება ახლდეს თან“, – ამბობს ეირინი.

ზღვის კუ ერთ-ერთია ზღვის ფაუნის იმ რამდენიმე სახეობიდან, რომლებიც ნელა იზრდებიან, დიდხანს ცოცხლობენ და რომელთა ბედიც ახლა  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  მათ შორის არიან ვეშაპისნაირებიც. ესენი არიან ძუძუმწოვრები, რომლებიც მსოფლიო ოკეანეებში ცხოვრობენ. ერთი მათგანია დელფინი.

დელფინები საფრთხის წინაშე

„Delfini Del Ponente” არის ასოციაცია დასავლეთ ლიგურიაში, რომელიც მონიტორინგს უწევს ვეშაპისნაირებსა და ზოგადად ზღვის ფაუნას. იტალიის ამ სანაპიროს გასწვრივ საფრანგეთის საზღვართან ახლოს, დელფინები და ვეშაპები განსაკუთრებით ბევრი არიან. მათი დაცვისა და გამრავლების მიზნით, აქტივისტები ზედმიწვენით აღწერენ თითოეულ საბინადროს. ერთიანი მონაცემების მიხედვით, შესაძლებელია განისაზღვროს ის ადგილები, სადაც მეტი დაცვაა საჭირო.

“ეს სახეობები სანაპიროსთან ბინადრობენ და ამიტომ ადამიანის საქმიანობის ძლიერ ზემოქმედებას განიცდიან, როგორიცაა თევზაობა და კატარღებით ცურვა,“ – ამბობს ელენა ფონტანესი, Delfini Del Ponente-ის ვიცე-პრეზიდენტი. „ამიტომ მათი დაცვისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მათი ჯანმრთელობისა და  რაოდენობის მდგომარეობის შეფასებას. იმ ცხოველებს შორის, რომლებსაც ვაკვირდებით, ზოგიერთს პროპელერებთან და კატარღის ძრავთან შეჯახების ნიშნები აქვს. ზოგიერთს შემთხვევით იჭერენ ან აქვთ იმის ნიშნები, რომ წარსულში დაიჭირეს, მაგრამ შეძლეს თავის დაღწევა.“

მაინც რატომ ხდება  ასე? ესპანურმა ორგანიზაციამ  SUBMON-ი, რომელიც ადგილობრივ მეთევზეებთან მუშაობს, ჩრდილოეთ კატალონიაში სათევზაო ბადეებს სათვალთვალო კამერები დაამაგრა, რათა ენახა, რა ხდება სინამდვილეში. მსგავსი კვლევა ხმელთაშუა და შავ ზღვებშიც ჩაატარეს მეცნიერებმა, რომლებიც „ხმელთაშუა ზღვის თევზმჭერთა გენერალურ კომისიაში“ მუშაობენ.

ამოღებულმა ჩანაწერებმა აჩვენა, რომ დელფინები თავს საფრთხეში იგდებენ, როდესაც თევზის დაჭერის მიზნით ზღვაში გაშლილ დიდ ბადესთან მიდიან ახლოს. ასეთ საქციელს „დატაცება“ ეწოდება. დელფინები ბადეს ღრღნიან და ძვირადღირებულ სათევზაო მოწყობილობას აზიანებენ. ზოგიერთი დელფინი სანაპიროდან მოშორებით ზღვაში გაკეთებეულ თევზსაშენებშიც ბედავს შესვლას და იქ მობინადრე თევზს აფრთხობს.

„თევზმჭერთა კომისიამ“  და ზღვის კონსერვაციის ლეგალურმა ორგანიზაციამ  ACCOBAMS-მა ოთხწლიანი პროექტის განმავლობაში დელფინების შემაკავებელი სხვადასხვა საშუალება გამონახა. მათ გამოსცადეს აკუსტიკური ჰიდროლოკატორი, გამოსხივების მქონე დისკები და თვით მინის ბოთლებიც. მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ დარწმუნებული, რომ აქრედან რომელიმე მეთოდი ამართლებს.

ძუძუმწოვრები ებმებიან ბადეში, ეჯახებიან სათევზაო გემებს, ზიანდებიან ან ნაპირზე ირიყებიან – მაგრამ დროული ჩარევის შედეგად მათი გადარჩენა შესაძლებელია.

ისევ ლიგურიაში დავბრუნდით, ქალაქ იმპერიის სანაპიროზე ვუერთდებით ევროპული პროექტის Life DELFI-ის მიერ ჩატარებულ წვრთნას. ამ ტრენინგის ერთ-ერთი მიზანია შექმნას მაშველთა გუნდების ქსელი, რომელშიც შევლენ სანაპირო სამსახურები, ცხოველთა დამცველი ჯგუფები და რომელიც მუდამ მზად იქნება გამორიყული დელფინების დასახმარებლად.

ნიკოლა პუსინი, IZSPLV-ის ვეტერინარი:

“მხოლოდ ლიგურიის რეგიონში ყოველ წელს დაახლოებით 10-15 გამორიყვის შემთხვევაა. ისინი სწავლობენ, თუ როგორ მიუახლოვდნენ გამორიყულ დელფინს, როგორ აღმოუჩინონ პირველადი დახმარება – მაგალითად როგორ გაიყვანონ დელფინი ჩრდილში, დააკვირდნენ მის ფსიქოლოგიურ ქცევას და უსაფრთხოდ მიუახლოვდნენ.“

ზღვის ცხოველები ევროპასა და მთელ მსოფლიოშიც სულ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგებიან – იქნება ეს თევზაობით, წყლის დაბინძურებით თუ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები. და ამ საფრთხის პირისპირ მყოფი სახეობების გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი აქტივისტები, მოხალისეები, მეცნიერები, მეთევზეები და საზოგადოება ერთად იმოქმედებენ.

“გამოსავალი აქვეა,“ – ამბობს  გვიდო პეიტროლუნგო, პადოვას უნივერსიტეტის  კონსერვაციის ვეტერინარი. „ჩვენ უბრალოდ უნდა ავამოქმედოთ ის ამ არაჩვეულებრივი ქმნილებების კონსერვაცისთვის. მათთვის მუშაობა ბედნიერებასა და სიხარულს გვანიჭებს და გვსურს გარემოს დაცვის დიდი სიყვარული მომავლ თაობებსაც გადავცეთ.“

ავტორი: დენის ლოქტიე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend