მასშტაბური ხანძრის შემდეგ მოსახლეობა ჩრდილოეთ საბერძნეთში სოფლებს უბრუნდება. ალექსანდროპოლისის რეგიონში ხანძარი 73 ათას ჰექტარზე გავრცელდა. სოფელ ავასში ცეცხლი ჩამქრალია და მოსახლეობა ნელ-ნელა სოფელში ბრუნდება. მათ შორისაა აპოსტოლოსი, რომლის სახლიც სრულად დაიწვა.
„ხანძარი მთელს ქალაქს მოედო. ჩემი სახლი კი დაიწვა. ბოლომდე დაიწვა. ხელისუფლების მითითებებს უნდა მივყვე. ადგილობრივ ხელისუფლების ველოდები,” – ამბობს აპოსტოლოსი.
ხანძართან გამკლავება ადგილობრივ ხელისუფლებას საკმაოდ გაუჭირდა. ევროკომისარი იანეზ ლენარჩიჩის განცხადებით, ევროკავშირის მონაცემებით ეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი იყო.
ამჟამად რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია. ალექსანდროპოლის საავტომობილო ტრანსპორტის კონტროლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ საბერძნეთში კომენდანტის საათი საჭიროება აღარ არის. მთავარი გზატკეცილი კვლავ დაკეტილია, თუმცა თითქმის ყველა პატარა გზა გახსნილია. საფრთხე აღარ არის ბულგარეთთან არსებულ სასაზღვრო პუნქტზეც.
ამავდროულად, სამხრეთ საბერძნეთში ხანძრის ბოლომდე ჩასაქრობად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ასობით მეხანძრე და მოხალისე მუშაობს.