მთავარიგადაცემებიQATAR 365ინდონეზიის კულტურის წელი კატარში

ინდონეზიის კულტურის წელი კატარში

კატარი უკვე ათი წელია სპეციალური პლატფორმის ფარგლებში რომელსაც „კულტურის წლები“ ჰქვია, სხვადასხვა ქვეყნებთან კულტურულ კავშირებს აძლიერებს. წლევანდელი წელი ინდონეზიის კულტურას ეძღვნება.

კატარის დროშის მოედანი (Flag Plaza) ის  საჯარო სივრცეა, რომელიც კატარის „კულტურის წლების“ პროგრამის დაწყებიდან 10 წლისთავის აღსანიშნავად შექმნეს.  ეს პროგრამა მიზნად ისახავს პარტნირობის გაძლიერებას სხვადასხვა ერებთან, რის გამოც თითოეული წელი რომელიმე ქვეყნის კულტურის გაზიარებას ეძღვნება. წლევანდელი წელი ინდონეზიის კულუტურის წლად დასახელდა. ამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიურმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა საკუთარი  დიდებული კულტურა წარმოეჩინა.

კულტურის გაცნობა სამზარეულოს, მუსიკისა და მოდის საშუალებით

თუ გსურს სხვადასხვა კულტურისა და სამზარეულოს მქონე  ხალხი გააცნო ერთმანეთს, სურსათის ფესტივალი საუკეთესო გზაა. და ეს კატარის სურსათის საერთაშორისო ფესტივალია. ათასობით სტუმარი შეიკრიბა ლუსაილის ბულვარში და ყველას სურს გემო გაუსინჯოს ყველაფერს, რასაც სთავაზობენ. თითქმის 100 დახლზეა გამოფენილი ყოველი სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი საკვები და ხემსი, თუმცა წელს წამყვანი მაინც ინდონეზიური სამზარეულოა. ჰელიანტი ჰილმანი არის მეწარამე, რომელსაც ძალიან უყვარს ინდონეზიური სამზარეულო. აქ მან სპეციალური მენიუ შექმნა ზოგიერთი განსაკუთრებული სტუმრისთვის. ჰელიანტიმ საუკეთესო ინგრედიენტები შეარჩია.

სადილი კიდევ ერთი წარმატებული სურსათის ფესტივალის ნამდვილი მშვენებაა, თუმცა ის მხოლოდ ერთ-ერთი ღონისძიებაა „კულტურის წლის“ კალენდარზე.

„ჩვენ ინდოენზიასა და კატარს  ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს,“ – გვიხსნის  რიდვან ჰასანი, ინდონეზიის ელჩი კატარში. „მაგრამ კარგი იქნება, თუ ეს ორი ხალხი უკეთ გაუგებს ერთმანეთს კულტურის წყალობით. კატარისა და ინდონეზიის კულტურის წელი ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ მხრივ.“

სხვადასხვა კულტურას ერთმანეთთან მხოლოდ სამზარეულო არ აკავშირებს. მუსიკა, თეატრი და ხელოვნება არის ასევე ის საერთაშორისო ენა, რომელიც ქვეყნის კულტურას, მრავალფეროვნებასა და ღირებულებებს წარმოაჩენს. და სწორედ აქ კატარის კულტურის სოფელში გაიმართა სპეციალური მუსიკალური წარმოდგენა, რომელმაც ინდონეზიური თეატრის ფერად სამყაროში შეგვახედა.

კატარის ოპერის თეატრში ინდონეზიიდან ჩამოსულმა დასმა წარმოადგინა მუსიკალური ნაწარმოები „ჰაიატი“ – რომელიც ერთ-ერთი უძველესი ინდონეზიური ეპიკური პოემის სცენური  ვერსიაა.

„ჰაიატისთვის“ კოსტუმები ინდონეზიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა დიზაინერმა ერა სოეკამტომ შექმნა. მათ შორის არის ოქროს თავსამკაულები, ტრადიციული თეატრალური ნიღბები და ფერადი ნარნარა ბატიკის ქსოვილი.

„ბატიკი  ღრმააზროვანი ხელოვნებაა,“ – განმარტავს ერა სოეკამტო.

„ ეს არ არის მხოლოდ ცვილისა და შეღებვის ტექნიკის ქსოვილზე გადატანა, ეს ამავდროულად ფიგურებით გადმოცემული სათქმელია. ამიტომაც ქსოვილზე სიღრმისეულადაა გადმოცემული მთელი ფილოსოფია და სიბრძნე.“

თუმცა რა არის წარმოდგენა მუსიკის გარეშე? „ჰაიატის“ სპექტაკლზე ინდონეზიური დასარტყამი ინსტრუმენტებისგან შემდგარი ანსამბლის „გამელანის“ გვერდით,  ჟღერდა ტრადიციული და თანამედროვე მუსიკის ჰანგებიც.

„ტრადიციულ ინდონეზიურ მუსიკაში ძალიან მრავალფეროვანი ბგერებია. შევეცადეთ არქიპელაგის დამახასიათებელი მრავალფეროვანი ბგერები გადმოგვეცა. მე ავიღე რამდენიმე იავური და ტრადიციული მელოდია და ახლებურად ავაჟღერეთ სიმებიანი საკარვებითა და დარტყმითი ტექნიკით,“ – ამბობს ბაჰასა გურანტო, „ჰაიატის“ მუსიკალური დირექტორი.

ველოსიპედით ქალაქის გარშემო

თუ უბრალოდ ვიტყვი, რომ ალი ბინ ტოვარ ალ კუვარს მოგზაურობა უყვარს, ჩათვალეთ რომ არაფერი მითქვამს. ამ კატარელმა მეწარმემ და სპორტსმენმა 80-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. ამიტომ სრულიად სამართლიანად დაასახელეს „კულტურის წლების“ ფორმატში შემავალი კულტურული ტურის ელჩად – ეს არის ტური ინდონეზიის ქალაქ ჯოკიაკარტის ისტორიულ ადგილებში.

„როდესაც ჯოკიაკარტაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნო ის შთაბეჭდილება, რასაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბუდისტური ტაძარი  – ეს ძალიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე ძეგლი ტოვებს,“ – ამბოსბ ალი. „როდესაც ველოსპიედით მოგზაურობ, ქვეყანას უკეთესად ხედავ და გრძნობ. ხედავ ბავშვებს, წიწილებს, კლდეებს. ხედავ და შეიგრძნობ თითოეულ ადგილს და ხეს სადაც არ უნდა მიხვიდე. ამიტომაც ყოველთვის ვთვლი, რომ ველოსიპედით უნდა ვიარო, თუ მინდა ქალაქის უკეთ შეგრძნება.“

იგი ფიქრობს, რომ სამხღეთ-აზიურ ქვეყანაში მოგზაურობამ ბევრი რამ ასწავლა:

„ჩემი აზრით, „კულტურის წლები“ დიდებული პლატფორმაა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პატივი ვცეთ და მივიღოთ სხვა ერები, ხოლო  მათ თავის მხრივ დააფასონ და მიიღონ ჩვენი ერი. და რაკი რელიგიაზე, ტრადიციებსა და „კულტურის წლების“ ასპექტებზე ვსაუბრობთ, ნება მომეცით „ინდონეზია-კატარი 2023“-ის კულტურის წელს შევეხო. ამ პროგრამამ პირდად მე უამრავი რამ მასწავლა: მასწავლა ტოლერანტობა, განსხვავებულის მიღება, სამზარეულოსა და ფოტოების გაცვლის მნიშვნელობა. ჩვენ ინდონეზიაში ვიყავით. ვესაუბრებოდით ადგილობრივებს მათ ყოველდღიურ ყოფაზე. მე 17 კაციანი ჯგუფი მებარა. როდესაც ინდონეზიაში ჩავედით, ყველა ცდილობდა იქაური კულტურის ფესვები შეესწავლა. უბრალოდ წარმოიდგინეთ: ყოველ დღე გვქონდა ლექცია თავად ქვეყნის შესახებ, პირადად მე პირველად გავიგე, რომ ინდონეზიის ისტორია 11 ათას წელს ითვლის. ინდონეზიაში უამრავი ღირსშესანიშნაობა, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებაა. მე შევეცადე გამეგო, თუ როგორ თანაცხოვრობენ ერთად მშვიდად ასეთი მრავალფეროვნების ფონზე.“

Geekend-ი – საერთაშორისო პოპკულტურის ზეიმი კატარში

იაპონური ანიმაციური ფილმის გმირის კოსტიუმში გამოწყობილ ადამიანებს კატარში თითქოს არ უნდა ელოდო. მაგრამ წელიწადში ერთხელ უქმეებზე იმართება ე.წ. Geekend-ი  –  სადაც თავს იყრიან  ექსცენტრული ადამიანები: სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმების მოყვარულნი, მოთამაშეები და თავგადსავალების მაძიებლები.

გასულ წელს სიმრან კადამი Geekend-ს დაესწრო, როგორც მოყვარული. წელს კი იაპონური სათამაშო მულტფილმის „კამისატო აიაკას“ გმირის ტანსაცმელში თავადაც გამოეწყო.

სიმრან სანტოშ კადამი, ‘Kamisato Ayaka’-ის გმირის მოყვარული:

„ჩემ გმირს ძალიან დიდი ტვირთი აწევს მხრებზე, რადგან იგი ყველას წინაშე  უნდა ჩანდეს როგორც პრინცესა, თუმცა სინამვილეში ის სულ მარტოა, რადგან მშობლები არ ჰყავს – არადა ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს.“

მაგრამ როდესაც Geekend-ზე იმყოფება, კადამი თავს მარტო ნამდვილად არ გრძნობს. სინამდვილეში მისი გმირის კოსტიუმი ყველას გულს იგებს.

„ნებისმიერი ვისთანაც მივდივარ ამბობს „ ღმერთო, ეს ხომ კამისატო აიაკაა? და მაშინვე მეგობრები ვხდებით. მსურდა ხალხს ენახა თავის საყვარელი გმირი და მასთან –  ანუ ჩემთან  – სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. ძალიან მიყვარს ხალხის გართობა,“ -ამბობს სიმრანი.

Geekend-ი არის ადგილი, სადაც შეგიძლია თავი თავისუფლად „მოიგიჟიანო“. მის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ეს არის ადგილი, სადაც არ მოიწყენ, სადაც თავს ისე მოიგიჟიანებ, რომ არავინ დაგძრახავს.

აბდულა ჯასიმ ალ-მოსალამი, Doha Film Institute-ის მთავარი ადმინისტრაციული დირექტორი

„ჩვენ აქ პოპკულტურის ზეიმი გვაქვს. ჩვენ ხელგაშლილი ვეგებებით იმ ხალხს, ვისაც უყვარს და სურს წარმოაჩინოს თავისი სიყვარული ანიმაციის, ვიდეო თამაშების, სამაგიდო თამაშების მიმართ. ჩვენთან ნიჭიერი ახალგაზრდების ზეიმია,“ – განმარტავს აბდულა ჯასიმ ალ-მოსალამი, Doha Film Institute-ის მთავარი ადმინისტრაციული დირექტორი.

ერთი ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდაა ნადა ალ-ჰაილი. იგი ციფრულ ნახატებს ქმნის თავისი საყვარელი იაპონური ანიმაციური პერსონაჟებისა და არაბული ანბანის დაწყვილებით.

ნადა ალ-ჰაილი, კომპანია Magneto-ს თანამესაკუთრე:

„უამრავი ციფრული ნახატი მინახავს და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა მეც მესწავლა ასე ხატვა და ხაზვა. საოცრად მიმიზიდა ამ საქმემ. ამიტომ ბევრს ვვარჯიშობდი ხატვაში, სანამ არ დავიხვეწე და ახლაც ბევრს ვხატავ, რომ უფრო დავოსტატდე.“

მოჰამედ ალანსი ვიდეო-თამაშებით ერთობა. მაგრამ უბრალოდ კი არ თამაშობს, არამედ ქმნის თამაშებს. ვიდეო-თამაშების კატარელ ავტორს ძალიან მოსწონს, რომ Geekend-ი  მას თამაშების სხვა მოყვარულებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

მოჰამედ ალანსი, ვიდეო თამაშების გამომგონებელი:

„გიკენდი მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვიდეო თამაშების ავტორებისთვის, რადგან ამ გზით ხალხი იგებს, რომ არსებობს  სეგმენტი, რომლშიც უყვართ თამაშების შექმნა და ასეთ ტრენდს მისდევენ, ისიც იციან, რომ აქვე ვართ და ხელს გვიწყობენ.“

აქ ყველას ადგილი მოიძებნება, იქნება ეს ვიდეო-თამაშების  თუ პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობის მოყვარულნი.

„როდესაც ირგვლივ მიმოიხედავ, ნახვა როგორ ჯგუფდება ხალხი. მათ საყვარელი თამაშები, პერსონაჟები ან ფილმები აერთიანებთ. ასეთ რამეს კატარში სხვაგან ვერსად ნახავთ. მხოლოდ აქ არის“, – ამბობს  სიმრან სანტოშ კადამი .

ასეთი განწყობა ძალიან სიამოვნებთ ორგანიზატორებს.

„ექსცენტრულობით ადამიანები ყოველთვის არ ამაყობდნენ“, – ამბობს აბდულა ჯასიმ ალ-მოსალამი. „მაგრამ ახლა ჩვენ მივითვისეთ ეს სახელი და ძალიან გვეამაყება ყველაფერი ის რაც გვიყვარს და გვახალისებს.“

ავტორები: ლაილა ჰუმაირაჰი და აადელ ჰალეემი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend