გადაუღებელი წვიმების შედეგად, არგენტინის ზოგიერთ რეგიონში მდინარეები ადიდდა და დასახლებული პუნქტები დაიტბორა. უჩვეულოდ დიდმა წყალდიდობამ, ასობით ადამიანს უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნა. ქალაქ ლა პლატას ქუჩებში ჩქარი ნაკადით მიედინება წყლის მასა. დაზიანებული ქუჩის ინფრასტრუქტურა, შენობები და ავტომობილები. მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებზე ცდილობს გადასვლას. ზოგი ფეხით, ავტომობილით ან ცხენით. ვისაც რისი შესაძლებლობაც აქვს გადაადგილებისთვის. საშიშ ზონებში მუშაობენ მაშველებიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი რამ ათწლეულებია არ ახსოვთ.
„წვიმის გამო, მდინარე ადიდდა და მთელი ქალაქი დატბორა. ყველაფერი დაზიანებულია. ეს ჩვენი ქალაქისთვის და ხალხისთვის დიდი კატასტროფაა. მეც და ჩემს მეზობლებს თიტქმის აღარაფერი დაგვრჩა. კიდევ კარგი ცოცხლები მაინც გადავრჩით. შრომისმოყვარე ხალხი გასაჭირში ვართ. მთავრობა და პოლიტიკოსები კაბინეტებიტან გვესაუბრებიან. აქ მათ ვერსად ვხედავთ., არავინ გვაქცევს რეალურ ყურადღებას“, – აცხადებს ლა პლატას მკვიდრი მარსელო ჰერერა.
ადგილობრივი ჰიდროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 62 წლის განმავლობაში, ეს იყო ყველაზე უხვნალექიანი დღე. ქალაქში წვიმის შედეგად წყლის დონემ 155 მილიმეტრი შეადგინა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.