მთავარიიორდანიაიორდანიაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს აღწევს

იორდანიაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს აღწევს

მეტეოროლოგების განცხადებით, საშუალო ტემპერატურა ზღვრულ მაჩვენებელზე 10-12 გრადუსით მაღალია

სხვა ბევრი ქვეყნისა და რეგიონის მსგავსად, ძლიერი სიცხე საერთო პრობლემა გახდა იორდანელებისთვისაც.

დედაქალაქ ამანის ქუჩები კვირა დღის ფონზე, უჩვეულოდ დაცარიელებულია. ადგილობრივი მოსახლეობის ჩვეულების მიხედვით, კვირას ბაზრები და სავაჭრო ზონები ხალხითაა სავსე. თუმცა, ამ კვირას უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვეულება დაირღვა. თუ ვინმეს შეხვდებით ქუჩაში, მხოლოდ იმისთვის, რომ ცივი სასმელები იყიდოს.

„ცხოვრებაში ასეთი სიცხის მომსწრე არ ვყოფილვარ, როგორიც ეს დღეებია. თქვენც კარგად ხედავთ, რომ ცენტრში ხალხის მოძრაობა არ არის. ძალიან ცხელა და ადამიანები შენობებიდან არ გამოდიან. ვაჭრობა ჩავარდა, თუმცა რაც იყიდება, მხოლოდ ცივი სასმელებია. არ შემიძლია აღვწერო ეს სიცხე. წყალს თავზე ვისხამ და წამებში შრება“, – აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ნაიმ ჰარბი.

მეტეოროლოგიური სააგენტო ArabiaWeather-ის დირექტორის მოჰამედ ალ-შაკერის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს გადააჭარბებს და შესაძლოა 44 გრადუსსაც მიაღწიოს.

„ძლიერი სითბური ტალღა გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებზე და ეს სიცხე განსაკუთრებულია თავისი სიდიდითა და ზემოქმედების ხარისხით. სიცხე უფრო მძიმედ ძირითადად დიდ ქალაქებზე ზემოქმედებს, რადგან ურბანიზაცია დამატებითი ფაქტორია. არაბეთის ნახევარკუნძულის დიდი ქალაქები ძალიან გახურებულია. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტს მიაღწევს რამდენიმე დღის განმავლობაში და შეიძლება 44 გრადუსიც დაფიქსირდეს. რაც რეკორდული მაჩვენებელია”,- განაცხადა ArabiaWeather-ის დირექტორმა მოჰამედ ალ შაკერი.

მეტეოროლოგების განცხადებით, საშუალო ტემპერატურა ზღვრულ მაჩვენებელზე 10-12 გრადუსით მაღალია. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი დღის განმავლობაში ქუჩაში გადაადგილებისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend