კატეგორიები

იერიში ხერსონზე

იერიში ხერსონზე

კრემლი უკრაინულ ქალაქ ხერსონს და მშვიდობიან მოსახლეობას სარაკეტო, საარტილერიო და სამხედრო საჰაერო ძალებით უტევს.

რუსული ძალები ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ წარმოებულ სამხედრო დრონებსაც იყენებენ.

ხერსონის უკრაინული სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, ოკუპანტების მიერ მიყენებული ზიანი.

მხოლოდ კვირა დღეს რუსულმა არმიამ უკრაინულ ქალაქზე 23-ჯერ მიიტანა იერიში სამხედრო საჰაერო ძალებით.

ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთი რამდენიმე კვირის წინ დაბადებული ბავშვია.

უკრაინაში ომი მძვინვარებს, როგორც დონბასში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში.

კრემლი ფრონტის ხაზებზე არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე არ წყვეტს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის იერიშს.

 

დაკავშირებული ამბები
უკრაინა რუსეთს 9 მაისის ზავის პირობებზე უარით პასუხობს 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს
სხვა ამბები