კატეგორიები

ირანში ძლიერი სიცხის გამო ორდღიანი დასვენება გამოცხადდა

ირანში ძლიერი სიცხის გამო ორდღიანი დასვენება გამოცხადდა

თეირანში მაღალი ტემპერატურის გამო საჯარო მოხელეებისა და ბანკის თანამშრომლებისთვის ოფიციალურად გამოცხადდა ორდღიანი დასვენება.

გადაწყვეტილება მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზის შემდეგ მიიღეს, რომელიც ბევრ ქალაქში 40 გრადუსზე მეტ სიცხეს პროგნოზირებს, ხოლო ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში შესაძლოა ტემპერატურა 50 გრადუსამდეც გაიზარდოს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მზეზე დიდხანს ყოფნის შემთხვევაში გულის შეტევის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს  შინ დარჩნენ დილის ათიდან დღის 4 საათამდე.

დაკავშირებული ამბები
ამერიკული სანქციების ფონზე, ირანში მედიკამენტებზე ფასები იზრდება ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, თუმცა კონკრეტული დათქმებით
სხვა ამბები