მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი ოდესაში რუსეთის თავდასხმების შედეგად მიყენებულ ზარალს გაეცნო

ზელენსკი ოდესაში რუსეთის თავდასხმების შედეგად მიყენებულ ზარალს გაეცნო

უკრაინის პრეზიდენტი საპორტო ქალაქ ოდესაში ჩავიდა, რათა პირადად შეაფასოს ის ზარალი, რომელიც ქალაქს გასულ დღეებში რუსული ავიაიერიშების შედეგად მიადგა. რუსეთის “მარცვლეულის შეთანხმებიდან” გასვლის დღიდან  უკრაინის პორტები რუსი სამხედროების სამიზნე გახდა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა აქტიურად მუშაობს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზე, რათა დაიცვან უკრაინული ქალაქები და უკრაინის სამხრეთი ნაწილი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მან მოისმინა ანგარიში ოდესასა და ზოგადად რეგიონზე რუსეთის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრასთან  დაკავშირებით. პრეზიდენტი მივიდა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში, რომლის განადგურებასაც რუსეთი ცდილობდა. მან აღნიშნა, რომ სწორედ აქ გრძნობს,  როგორი ძლიერია უკრაინელი ხალხი. ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე რუსული ტერორი. უკრაინელი ხალხი მორალურად არასდროს გატყდება.

ოთხშაბათიდან მოყოლებული რუსეთს საჰაერო იერიში მიაქვს ხმელნიცკის რეგიონზე.  უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ოკუპანტების სამიზნე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავიაბაზა იყო. თუმცა რამდენიმე რაკეტა და დრონი, რომელთაგან ზოგიერთი უკრაინელებმა ჩამოაგდეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაეცა, მათ შორის ადგილობრივ სასაფლაოსაც.

უკრაინელი სამხედროები უკან არ იხევენ, რომ კვლავ  ჩაიგდონ ხელში  ბახმუტთან ახლოს რუსების მიერ დაკავებული პოზიციები.

აღმოსავლეთის ფრონტზე კი მძიმე ბრძოლები გრძელდება. გუშინ უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დონეცკის რეგიონში  ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს სოფელი სტარომაიორსკე. მათივე თქმით, რუსების მხრიდან ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად, გარკვეული წინსვლა აქვთ ბახმუტთან ახლოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მათ დონეცკის რეგიონში  უკრაინელთა 9 შეტევა მოიგერიეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend