მთავარიევროპაიტალიაიტალიის სამხრეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ჩრდილოეთში კი შტორმებია

იტალიის სამხრეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ჩრდილოეთში კი შტორმებია

მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან მძვინვარე ხანძრებს იტალიის სამხრეთში. ცეცხლის გაღვივებას კი ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს.

კუნძულ სიცილიაზე ღამის განმავლობაში ერთ-ერთი დასახლებიდან 15 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მათ გასვლასა და პირადი ნივთების გატანაში იტალიის საჰაერო ძალების წარმომადგენლები და მეხანძრეები დაეხმარნენ.

ხანძარს რომ დამანგრეველი შედეგები მოჰყვება, ყველასთვის ცხადია, თუმცა ის ადამიანის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს. მაგალითად, სიცილიაში 88 წლის ქალი ცუდად გახდა, მაგრამ ხანძრის გამო მასთან დროულად ვერ მივიდა სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სამწუხაროდ, ქალი გარდაიცვალა.  პალერმოში 200-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს კვამლით მოწამვლის გამო.

სამშაბათს ცეცხლი პალერმოს აეროპორტის ირგვლივ გავრცელდა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, აეროპორტში  მუშაობა შეჩერდა.  ტემპერატურა 47 გრადუსამდე ავიდა. ასფალტმა  დნობა დაიწყო, რის შედეგადაც ფრენები საერთოდ გადაიდო.

იმ დროს, როდესაც იტალიის სამხრეთში ძლიერი სიცხე და ხანძრებია, ქვეყნის ჩრდილოეთში შტორმები მძვინვარებს. მილანის, ვარეზესა და ბრეშის პროვინციებში სეტყვა, ძლიერი ქარი და უხვი ნალექია.  წაიქცა ხეები და დაიტბორა გზები. ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend