მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთი ცეცხლშია გახვეული

საბერძნეთი ცეცხლშია გახვეული

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის თქმით,  მისი ქვეყანა ებრძვის ტყის ხანძრებს. ცეცხლის გაღვივებას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს. შესაბამისად,  უამრავი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. საბერძნეთის კუნძულ როდოსზე თითქმის ერთკვირიანი ტყის ხანძრების გამო ადგილობრივები და ტურისტები იძულებული გახდნენ, კუნძული დაეტოვებინათ. ევროკავშირი ცეცხლში გახვეული როდისის დასახმარებლად მეხანძრეებს, შესაბამის ტექნიკასა და აღჭურვილობას აგზავნის.

მიცოტაკისმა პარლამენტს მობილიზებისკენ მოუწოდა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მათ წინ სამი ურთულესი დღე ელოდებათ. ტემპერატურა შემცირდება, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც. იგი პარლამენტს მუდმივი მზადყოფნისკენ მოუწოდებს, რადგან საბერძნეთი ომშია ჩართული, მათი მტერი ახლა ცეცხლია.

სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზე ნათლად ჩანს, რა ზიანი მიაყენა ხანძარმა  კუნძულ როდოსს. კუნძული უკვე დატოვა 30 000-მა ადამიანმა. ბევრი ტურისტი ჯერ კიდევ ცდილობს სახლში დაბრუნებას. ცუდ მდგომარეობაში არიან სასტუმროს თანამშრომლებიც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ჯერ კიდევ არ იციან, რა ელით მომავალში.

როდოსის, კორფუსა და ევიას გარდა, კიდევ სამ კუნძულზე გახდა აუცილებელი მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია. მაღალი ტემპერატურა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მომდევნო დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.  მთავრობა  მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, თავი შეიკავონ ტყეში სეირნობისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend