მთავარიევროპაირლანდიაირლანდიაში უძრავი ქონების გაძვირების გამო ახალგაზრდების ნაწილი ქვეყანას ტოვებს

ირლანდიაში უძრავი ქონების გაძვირების გამო ახალგაზრდების ნაწილი ქვეყანას ტოვებს

ირლანდიაში უძრავი ქონების გაძვირების გამო ბევრი ახალგაზრდა და მომუშავე ადამიანი საცხოვრებლისა და აქ მომავლის პერსპექტივის გარეშე დარჩა.

ზოგიერთს მშობლებთან დაბრუნება მოუწია, ზოგმა კი უკვე დატოვა ქვეყანა ან ახლა აპირებს. ჩვენ გავესაუბრეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებზეც განსაკუთრებით აისახა უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილი პრობლემები.

ირლანდია ახლა უპრეცედენტო კრიზისს განიცდის. ათი წლის განმავლობაში აქ უძრავი ქონების ფასი და ქირა გაორმაგდა. ამავე პერიოდში ხელფასები მხოლოდ 13%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ახალგაზრდა ირლანდიელი მუშები.

2022 წელს ირლანდია ევროკავშირის ყველაზე ძვირი ქვეყანა იყო. 18-29 წლის ახალგაზრდების თითქმის 60% ფიქრობს ქვეყნიდან წასვლაზე.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend