კატეგორიები

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს

ევროკავშირის ლიდერები უკრაინასთან, ჩინეთსა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად ბრიუსელში შეიკრიბნენ,.

ევროკავშირის წევრებისთვის მიგრაცია კვლავ მტკივნეული საკითხია. დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში  გვიან ღამემდე გაგრძელდა.

უნგრეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში  ცდილობდნენ, აეხსნათ კოლეგებისთვის, თუ რა მნიშვნელობა აქვს  პოლიტიკურ შეთანხმებას თავშესაფრის მაძიებელთა შესაჩერებლად.

თუმცა მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად ევროკავშირის ქვეყნების გაერთიანება როგორც ჩანს, შორეული პერსპექტივაა.

14 ქვეყანა, მათ შორის მიგრაციით გამორჩეული, საბერძნეთი და იტალია, მოითხოვს უფრო მკაცრ გადაწყვეტილებებს საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით და “ინოვაციურ” იდეებს კონტრაბანდისტებთან საბრძოლველად. სხვა ქვეყნები კი,  მაგალითად,  გერმანია, ლუქსემბურგი და პორტუგალია,  საუბრობენ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემის აუცილებლობაზე.

ლიდერები დღეს დილიდან განაახლებენ მოლაპარაკებებს მიგრაციის, ეკონომიკისა და ჩინეთის საკითხებთან დაკავშირებით.

Related news
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის გაფართოების ტურის ფარგლებში სერბეთს ეწვევა ევროკავშირში ციფრული სამოგზაურო პასპორტის შემოღება გეგმავენ
სხვა ამბები