მთავარიევროპაუკრაინაევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ  შეიმუშავეს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება იმ ქვეყნებისა და ბიზნესებისკენ, რომლებიც რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება.

ჯამში ევროკავშირმა ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტი შეიმუშავა. დაზარალდნენ ბანკები, კომპანიები, ბაზრები, მგრძნობიარე ენერგეტიკული სექტორიც. ათასზე მეტ სახელმწიფო მოხელეს გაყინული აქვს აქტივები და აკრძალული აქვს მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში.

სანქციების ახალი პაკეტის შემუშავებაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“მტკიცდება სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. მისი ნორმების ნაწილი საერთაშორისო სანქციების დამწესებელი ჯგუფის წევრების მაიკლ მაკფოლისა და ადნრი ერმაკის ხელმძღვანელობითაა მიღებული. სანქციების ამ პაკეტის მეშვეობით რუსეთი ვეღარ მიიღებს სარგებელს, რომელიც აქამდე ჰქონდა. ის ასევე დაბლოკავს იმ გზებს, რომლებითაც დაწესებულ სანქციებს ირიდებდნენ. ყველა ჩვენმა პარტნიორმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი გზების გადაკეტვა. ტერორისტულ ქვეყანას ისევ აქვს წვდომა სხვადასხვა სახის პროდუქტზე, ტექნოლოგიებსა და ფინანსურ სქემებზე, რომლებიც იმ ქვეყნებში შეიქმნა, სადაც ჯერ კიდევ აფასებენ თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართალს. რუსეთი უნდა იყოს აბსოლუტურ იზოლაციაში, მანამ, სანამ რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტი ბოროტება სიკვდილია”, – აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend