Abeja Negra SOS არის ქალების ჯგუფი, რომელიც მუშაობს, რათა გადაასახლონ ფუტკრები მექსიკის ხალხმრავალი დედაქალაქიდან მოშორებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გადაშენდებიან.
მოსახლოებამ ფუტკრების შესახებ პრეტენზია გამოთქვა მთავრობასთან, მთავრობამ კი მათი განადგურების ბრძანება გასცა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, 2018 წელს შეიქმნა ეს ჯგუფი, ვეტერინარ ადრიანა ველიზის მიერ, რომელიც დღემდე იცავს ფუტკრებს.
,,ასეთი ჯგუფის ჩამოყალიბება და იმის ცოდნა, რომ ჩვენ ცოტათი მაინც ვცვლით სამყაროს უკეთესობისკენ, ძალიან კარგი შეგრძნებაა. ვამაყობ ჩემი გუნდით და იმით რასაც აქამდე მივაღწიეთ.’’-ამბობს ადრიანა ველიზი, ვეტერინარი
ბოლო 10 წლის განმავლობაში გლობალურად დაიწყო ფუტკრების განადგურება, რასაც უპირველეს ყოვლისა ადამიანურ ფაქტორებს, გარემოს დაბინძურებასა და მავნე ქიმიკატების გამოყენებას აბრალებენ.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯგუფმა მექსიკის ტერიტორიაზე 500-მდე სკა და დაახლოებით 80 000-მდე ფუტკარი გადაარჩინა.
ვეტერინარების თქმით, პატარა სკები უფრო მიდრეკილნი არიან დასუსტებისკენ და სწორედ მათი გადარჩენაა პრივილეგია.
მას შემდეგ რაც სკას უსაფრთხოდ შეინახავენ ყუთში, ფუტკრების ჯგუფი მიჰყავთ ქალაქის გარეუბანში სადაც შეუძლიათ მათი გამოჯანმრთელება და გაძლიერება. მოგვიანებით გამოჯანმრთელებულ ფუტკრებს ან ადგილობრივ მეფუტრკეებს ჩუქნიან, ან ბუნებაში უშვებენ.