კატეგორიები

სიცილიაზე ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

სიცილიაზე ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

ვულკან ეტნადან ამოსულმა კვამლმა და ფერფლმა კატანიის ცა სქელი ნისლით დაფარა. ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი კვირას ამოიფრქვა, დაიხურა აეროპორტები. ადგილობრივებისთვის ეს ამბავი არ არის უჩვეულო. ისინი მიჩვეული არიან ვულკანთან ცხოვრებასა და მის აქტივობას.

ტუროპერატორი მასიმი პადალინო ამბობს, რომ ვულკანური ფერფლი დიდი მასშტაბითაა და ოთხი სანტიმეტრის სისქისაა, თუმცა, საბედნიეროდ, ის მსუბუქი და რბილია. მისი თქმით, ეტნა, ხშირად ახსენებს მათ თავს.

შტორმის გამო, რომელიც კუნძულს დაატყდა თავს,  კარგად აღარ ჩანს ეტნას კრატერი, რომელიც ზღვის დონიდან 3300 მეტრზე მდებარეობს. ბოლოს ვულკანი 2021 წელს ამოიფრქვა და  ის რამდენიმე კვირა გაგრძელდა.

Related news
კორტინა დ’ამპეცოში ადგილობრივებსა და სტუმრებს ვაშლის დესერტით უმასპინძლდებიან იტალიაში სტიქიური უბედურების შედეგად ხუთი მოლაშქრე დაიღუპა
სხვა ამბები