ერთი ადამიანი დაშავდა გუშინ მილანის ცენტრში მომხდარი შემთხვევის დროს. აფეთქდა მიკროავტობუსი, რომელსაც ჟანგბადის ცილინდრები გადაჰქონდა. ცეცხლი მოედო როგორც გვერდზე მდგომ ავტომობილებს, ისე ახლოსმდებარე შენობებს, რის გამოც ამ შენობებში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო. „ევრონიუსის“ ჟურნალისტი ალესიო დელანა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
მისი თქმით, აფეთქება მიკროავტობუსმა გამოიწვია. ცეცხლი ძრავს გაუჩნდა, რამაც ჟანგბადის 20-ამდე ცილინდრის აალება გამოიწვია. ცეცხლი მოედო რამდენიმე ავტომობილსა და შენობას.
დაშავდა ერთი ადამიანი. იგი მიკროავტობუსის მძღოლია, რომელმაც აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მოასწრო ავტომობილიდან გადასვლა. ხანძარი ახლა ლიკვიდირებულია, მიმდებარე ტერიტორია კი ჯერ კიდევ შემოსაზღვრულია.
ბოლო ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ძრავის აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.