მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიში მუსლიმანურ ცენტრზე თავდასხმაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცია

პორტუგალიში მუსლიმანურ ცენტრზე თავდასხმაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცია

პორტუგალიის პოლიციის განცხადებით, დაკავებისას დაიჭრა მამაკაცი, რომელსაც ისმაილის მუსლიმანურ ცენტრში ცივი იარაღით ორი ქალის მკვლელობა ედება ბრალად. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპული ქალები ამავე ცენტრის თანამშრომლები იყვნენ. პოლიციაში შეტყობინება თავდამსხმელის შესახებ 28 მარტს, დილით, შევიდა.

პორტუგალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ხოსე ლუის კარნეიროს თქმით, დამნაშავე ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 9, 7 და 4 წლის ასაკის. მისი ცოლი  საბერძნეთში ლტოლვილთა ბანაკში გარდაიცვალა. იგი პორტუგალიაში ევროპული თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოვიდა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის ბენეფიციარი იყო.

პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შემთხვევის ადგილზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პორტუგალიაში გასული ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმა არ მომხდარა, რელიგიური ნიშნით ძალადობა კი ამ ქვეყნისთვის, ფაქტობრივად, უცხოა.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend