მთავარიევროპაუკრაინაუკრაინას გაღარიბებული ურანით შექმნილი ჭურვები გადაეცემა - რა რეაქცია აქვთ კრემლში

უკრაინას გაღარიბებული ურანით შექმნილი ჭურვები გადაეცემა – რა რეაქცია აქვთ კრემლში

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, ლონდონი კიევს გაღარიბებული ურანით შექმნილ ჭურვებს გადასცემს. ეს სამხედრო რესურსი კიევს ბრიტანული წარმოების ტანკებთან ერთად გადაეცემა.

მოსკოვში ლონდონის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას აგრესიით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ამ გზით კონფლიქტის ესკალაციის შანსები იზრდება.

„ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების სიშტერისა და ზოგადად კოლექტიური დასავლეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია. დასავლეთს უკრაინაში მშვიდობის დამყარება არ სურს, მათი აკვიატებული იდეაა, რომ რუსეთის ფედერაცია სტრატეგიულად დამარცხდეს და ამ მიზნით მილიონობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არაფრად უღირთ”, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მარია ზახაროვა.

„ბირთვული ომის საფრთხე არსად გამქრალა, პირიქით, ეს სცენარი უფრო რეალური გახდა. ყოველი დღე, როდესაც უკრაინას დასავლეთი შეიარაღებას აწვდის, ბირთვულ აპოკალიფსთან უფრო და უფრო გვაახლოებს”, – ამბობს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

გაღარიბებული ურანი მკვრივი ნივთიერებაა და ხელსაყრელია ჯავშანგამტარი ჭურვების დასამზადებლად, რადგან მას ფოლადის გახვრეტა მარტივად შეუძლია.

გაეროს გარემოს პროგრამის თანახმად, ასეთი იარაღი აღწერილია როგორც ქიმიური და რადიოლოგიური ტოქსიკური მძიმე მეტალი.

ლონდონში აცხადებენ, რომ გაღარიბებული ურანით შექმნილი ჭურვები არ წარმოადგენს ბირთვულ შეიარაღებას და ამ ტიპის იარაღი უკვე მრავალი ათწლეულია გამოიყენება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend