მთავარიევროპადანიადანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სარდაფში 10 000-მდე ადამიანის ტვინი ინახება

დანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სარდაფში 10 000-მდე ადამიანის ტვინი ინახება

სამხრეთ დანიაში ერთ-ერთი უნივერსტიტეტი ფორმალინში დაახლოებით 10 000 ადამიანის ტვინი ინახება. ეს არის ნაცრისფერი მასალის ყველაზე დიდი კოლექცია, რომელიც სამხრეთ დანიაში ერთ-ერთი უნივერსიტეტის სარდაფშია განთავსებული. მისი მეცნიერული ღირებულება განსაკუთრებულია, თუმცა არსებობს ეთიკური პრობლემაც. ტვინს ფსიქიატრიულ ინსტიტუტებში მყოფ პაციენტებს  მათი და ოჯახის ახლობლების თანხმობის გარეშე უღებდნენ.

ისტორიკოსი ჯესპერ ვაჩი კრაგი აცხადებს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების უმეტესობა სახელმწიფო მფლობელობაში იყო. შესაბამისად, არ არსებობდენ ის პირები, რომლებიც კითხვებს დასვამდნენ, თუ რა ხდებოდა ამ დაწესებულებებში.

მიუხედავად იმისა, თუ რა პირობებში უღებდნენ პაციენტებს ტვინს, დანიის ეთიკის საბჭომ 90-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადა, რომ მასალების კვლევების მიზნით გამოყენება ნებადართულია.

პათოლოგოანატომი მარტინ ვირენფელდი ამბობს, რომ დებატები ამასთან დაკავშირებით მინელდა. ახლა მიაჩნიათ, რომ ეს შთამბეჭდავი მეცნიერული კვლევაა, რომელიც ხელს უწყობს ფსიქიატრიული დაავადებების უკეთ შესწავლას.

ცნობილმა დანიელმა ფსიქიატრმა ერიკ სტრომგრენმა 1945 – 1980 წლებში დაახლოებით 10 000 ადამიანს ამოუღო ტვინი. იგი  ნევროპათოლოგთან ერთად მუშაობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend