მთავარიევროპაპოლონეთიჯო ბაიდენი კიევში ვიზიტის შემდეგ პოლონეთში ჩავიდა

ჯო ბაიდენი კიევში ვიზიტის შემდეგ პოლონეთში ჩავიდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკვე პოლონეთშია. მანამდე იგი იმყოფებოდა კიევში, სადაც დაუგეგმავი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე ჯო ბაიდენის ვიზიტი ომში ჩართული ქვეყნის დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ   შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გაძლიერებული დაცვისა და საჰაერო სირენების ფონზე, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად კიევის ცენტრალური ნაწილი შემოიარა.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დემოკრატია ისევ დგას,  ამერიკელები და მთელი მსოფლიო კი უკრაინელების გვერდით არიან.

ვლადიმერ პუტინს დაგეგმილი ჰქონდა, სიტყვით მიემართა რუსი ხალხისთვის. ბაიდენის ვიზიტი კი ამ მიმართვამდე შედგა.  ბაიდენმა ასევე დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, აშშ უკრაინას  ამერიკულ შეიარაღებას, დამატებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას გადასცემს. საუბარი არ ყოფილა შორი მანძილის მოქმედების შეიარაღებაზე, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება პრეზიდენტ ზელენსკის.

დღეს კი მთელი ყურადღება მიმართულია პოლონეთზე, სადაც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც იმყოფებოდა. როგორც ჯორჯია მელონიმ განაცხადა, უკრაინის კონფლიქტის წინა ხაზზე მყოფი პოლონეთი დასავლეთის მორალურ და მატერიალურ საზღვარს წარმოადგენს.

დღის წესრიგის მიხედვით, ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის 9 ქვეყნის ლიდერებთან. პოლონეთის ლიდერები ამბობენ,  რომ ერთი წლის განმავლობაში  ეს ბაიდენის მეორე ვიზიტია პოლონეთში, რომელიც კიევს მნიშვნელოვან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend