მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში ირანში დაკავებული ბელგიელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ბრიუსელში ირანში დაკავებული ბელგიელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ათასობით ადამიანი გამოვიდა ბრიუსელში, 2022 წლის თებერვალში ირანში დაკავებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ბელგიელი თანამშრომლის მხარდასაჭერად.

ოლივიე ვანდეკასტილს, თეირანში ჯაშუშობის ბრალდებით 40 წლიანი პატიმრობა და 74 როზგი მიუსაჯეს.

დემონსტრაციაზე მისი მშობლებიც გამოვიდნენ.

ოლივიე ვანდეკასტილის მამა ბერნარდ ვანდეკასტილი ამბობს, რომ ეს ძალიან რთულია მათი ოჯახისთვის. თუმცა დასძენს, რომ  საბედნიეროდ, უცნობები და ოლივიეს მეგობრები ეხმარებიან, რაც მათთვის ცხოვრების გაგრძელებისთვის სტიმულია.

ოლივიე ვანდეკასტილის დედა ანი სანტი ასევე აღნიშნავს, რომ ოლივიეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი.

მშობლები ამბობენ, რომ მათმა შვილმა 25 კილოგრამი დაიკლო და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

Amnesty International-ის განცხადებით, დაკავებულის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და არღვევს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend