მთავარიმსოფლიოდასავლეთის სამხედრო დახმარება კიევს

დასავლეთის სამხედრო დახმარება კიევს

კიევის დასავლელი პარტნიორები ხვალ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე რამშტაინის სამხედრო ბაზაზე სწორედ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების შესახებ სასაუბროდ იკრიბებიან.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კი აცხადებს, რომ მშვიდობის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერით არის შესაძლებელი.

„მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელია, უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდება, ეს პარადოქსია, მაგრამ ომი დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვლადიმერ პუტინი დარწმუნდება, რომ ის ამ ომს ვერ მოიგებს“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი თანახმაა, რომ უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები მიაწოდოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კიევს ტანკებს ამერიკის შეერთებული შტატებიც მიაწვდის.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას სანამ ეს საჭირო იქნება. უკრაინელებმა იციან, რომ მათ ჩვენი იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. ამავე დროს ნათელია, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, ეს ნატოსა და რუსეთს შორის ომში გადაიზარდოს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

რამშტაინის სამხედრო ბაზაზე დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინისათვის დასავლური ტანკების მიწოდება განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend