კატეგორიები

უკრაინაში რუსულ ჯარს ახალი მეთაური ყავს

უკრაინაში რუსულ ჯარს ახალი მეთაური ყავს

უკრაინაში რუსულ ჯარებს უკვე რიგით მესამე ახალი მეთაური ჰყავთ.

ალექსანდრ დვორნიკოვისა და სერგეი სუროვიკის შემდეგ, ამჯერად რუს სამხედროების უკრაინაში სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი უხელმძღვანელებს.

ვალერი გერასიმოვი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეც არის და სწორედ მის სახელს უკავშირდება ყბადაღებული გერასიმოვის დოქტრინა, რომელიც ჰიბრიდული წესით ომის წარმოების რუსულ ვერსიას წარმოადგენს.

უკრაინაში მიაჩნიათ, რომ ვალერი გერასიმოვის დანიშვნა რუსული მხარის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიის წარუმატებლობისა და შიდა დაპირისპირების მაგალითია.

დაკავშირებული ამბები
ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში მიზნებს „ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს“ მსგავსებები და განსხვავებები პეკინში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვიზიტებს შორის
სხვა ამბები