მთავარიაზიაირანიევროპის ქალაქებში ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მხარდამჭერი მსვლელობები გაიმართა

ევროპის ქალაქებში ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მხარდამჭერი მსვლელობები გაიმართა

ირანში დაწყებული ანტისამთავრობო პროტესტების მხარდასაჭერად ლონდონში მსვლელობა გაიმართა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. ირანში არეულობა ახალგაზრდა ქურთი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.

პროტესტის მხარდასაჭერად ათასამდე ადამიანი გამოვიდა საფრანგეთშიც,  ქალაქ ლიონში, სადაც პატივი მიაგეს გარდაცვლილი 38 წლის ირანელი მამაკაცის ხსოვნას. იგი მდინარე რონაში გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დემონსტრაციებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა, რეჟიმს კი ბევრი ადამიანი შეეწირა.

ათეულობით ირანელი  შეიკრიბა თეირანში საფრანგეთის საელჩოს წინ. ისინი ირანის ისლამური სახელმწიფოს ლიდერის კარიკატურის დაბეჭდვას აპროტესტებდნენ.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ფრანგულ ჟურნალში გამოქვეყნდა აიათოლა ალი ხამენეის კარიკატურა.

ამ ნაბიჯით ჟურნალის თანამშრომლებმა ირანში მიმდინარე პროტესტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend