კატეგორიები

რუსეთის პატრიარქი „საშობაო ზავის“ მოწოდებით გამოდის

რუსეთის პატრიარქი „საშობაო ზავის“ მოწოდებით გამოდის

რუსეთის პატრიარქი, კირილი „საშობაო ზავის“ დამყარების მოწოდებით გამოდის. ის 6 იანვრის შუადღის 12 საათიდან, 7 იანვრის ღამის 12 საათამდე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა მართლმადიდებლებმა საშობაო წირვებზე დასწრება შეძლონ.

„მე, კირილი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამეს და ქრისტეშობის დღეს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წელს პირველად ნება დართო მრევლს, შობა 25 დეკემბერს აღენიშნათ.

სწორედ ამ დღეს, მაშინ როცა უკრაინელთა დიდი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავდა, უკრაინაში საჰაერო განგაშის ხმა არ წყდებოდა.

მიუხედავად შობის დღესასწაულისა, რუსეთი არ წყვეტდა თავდასხმას.

Related news
აფეთქება მოსკოვში – დაიღუპა პოლიციელი და თავდამსხმელი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში რუსეთის ომში დაღუპულთა ქვრივებს შეხვდა
სხვა ამბები