კატეგორიები

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად 162 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან კუნძული იავა მჭიდროდ დასახლებული ადგილია.

ქალაქ ჩიანჯურში დაახლოებით 175,000 ადამიანი ცხოვრობს, მთიანი რაიონის ნაწილში კი  2-მილიონ-ნახევარზე მეტი. დასავლეთ იავის გუბერნატორმა რიდვან კამილმა განაცხადა, რომ 13000-ზე მეტი ადამიანის სახლია განადგურებული. მოსახლეობა სხვადასხვა ცენტრში გადაიყვანეს.

„162 ადამიანია დაღუპული, 326 კი – დაშავებული. უმეტესობას ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. იყვნენ, როგორც მძიმედ, ისე მსუბუქად დაშავებულებიც. ამ დროისთვის 13,784 ადამიანია ევაკუირებული”, – განაცხადა დასავლეთ იავის გუბერნატორმა რიდვან კამილმა.

ქალაქ ჩიანჯურში მოსახლეობა ძირითადად ერთ და ორსართულიან შენობებში და მიმდებარე სოფლის პატარა სახლებში ცხოვრობს. ამ სახლების უმეტესობა განადგურებულია. მიწისძვრამ პანიკა გამოიწვია ჯაკარტის დიდ რაიონშიც, სადაც მაღალი კორპუსებიც შეზანზარდა.

კუნძულ იავაზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ და მათ ამოყვანას ცდილობენ.

Related news
ინდონეზიაში სამგზავრო ბორანზე გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა – გადაარჩინეს 568 ინდონეზიაში სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტი მიმდინარეობს
სხვა ამბები