კატეგორიები

სერგეი ლავროვი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში გადაიყვანეს

სერგეი ლავროვი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში გადაიყვანეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბალიზე, დიდი ოცეულის სამიტზე ჩავიდა. ლავროვი ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია. როგორც “ესოშიეითიდ პრესი” წერს, სერგეი ლავროვს ჯანმრთელობის პრობლემები ბალიზე ჩაფრენის შემდეგ შეექმნა.

ინფორმაცია “ესოშიეითიდ პრესს” დაუდასტურა სამმა ოფიციალურმა პირმა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა. მათ ვინაობის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავეს.

განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამაც. მან  თქვა, რომ ლავროვი თავს კარგად გრძნობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მკურნალობდა თუ არა მინისტრი ადგილობრივ ჰოსპიტალში.

 

დაკავშირებული ამბები
მოსკოვი ევროპაში მდებარე სამხედრო ქარხნებს დარტყმებით ემუქრება პუტინის მტკიცებით, ომი არა რუსეთმა, არამედ რუსეთს დაუწყეს
სხვა ამბები