მთავარიევროპადანიადანიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა გაერთიანებამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა

დანიის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა გაერთიანებამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა

დანიის ამჟამინდელი სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, როგორც ჩანს, ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ქვეყნის მემარცხენე გაერთიანებამ გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთი ადგილის უპირატესობით უმრავლესობა მოიპოვა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თითოეული მოქალაქის ხმას. ფრედერიქსენის პარტიას პარლამენტში 87 ადგილი აქვს. დამატებით სამი ადგილი მას ავტონომიური საზღვარგარეთის ტერიტორიებიდან – ფარერის კუნძულებიდან და გრენლანდიიდან ექნება.

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი ამაყობს შედეგებით. მისი თქმით, სოციალ-დემოკრატებს ასეთი კარგი არჩევნები 20 წელზე მეტია, არ ჰქონია.

მემარცხენე პარტიებისგან შემდგარმა ე.წ. წითელმა გაერთიანებამ 179-ადგილიან პარლამენტში 90 ადგილი მოიპოვა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლარს რასმუსენის ახლად ჩამოყალიბებულმა ცენტრისტულმა პარტიამ კი -16. კონკურენტ მემარჯვენეებს,  ე.წ. ლურჯ გაერთიანებას,  ახალ პარლამენტში 72 ადგილი ექნებათ.

ფრედერიქსენი საზოგადოებას ჰპირდება, რომ ჩამოაყალიბებს ისეთ მთავრობას, რომელსაც ის პოლიტიკური პარტიებიც დაუჭერენ მხარს, რომელთაც განსხვავებული ხედვა აქვთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend