მთავარიMagazinesMAN-ის უახლესი თაობის სატვირთოები Tegeta Truck & Bus-ის ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეშია

MAN-ის უახლესი თაობის სატვირთოები Tegeta Truck & Bus-ის ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეშია

საპრეზენტაციო მოედანზე დიდი სატვირთო მანქანები დგას – ეს MAN-ის უახლესი თაობის სატვირთო ავტომობილებია. ეს ყველაფერი Tegeta Truck & Bus-ის ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეშია წარმოდგენილი. ახალი მოდელები MAN-ის ყველაზე ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განახორციელა.

MAN-ის ახალი თაობის  ავტომობილები მრავალმხრივ არის გამორჩეული. უპირველესად, ის არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემითაა აღჭურვილი. ამ სატვირთო მანქანებს  გვერდითა ხედვის სარკეების ნაცვლად, კამერები აქვთ დამონტაჟებული. ამის წყალობით, მძღოლს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების ირგვლივ პერიმეტრს სალონში განთავსებულ ეკრანზე ადევნოს თვალი. ეს ფუნქცია სატვირთო ავტომობილების ამ პრემიუმ სეგმენტში პირველად გვხვდება.

ამასთანავე, ამგვარი ტექნიკა საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა – გაუმჯობესებული აეროდინამიკა საწვავისა და გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს. უახლესი სტანდარტის სატვირთოების ძარა შემსუბუქებული, თუმცა უფრო მყარია, რაც მეტი ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა.

MAN-ის უახლესი თაობის სატვირთო ავტომობილები  ნავიგაციის თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი, როგორებიცაა მოხვევისა და საგზაო რიგის შეცვლის დამხმარე სისტემა  თუ  ხერგილების გვერდის ავლის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი  მძღოლს საშუალებას აძლევს დისტანცია და სამოძრაო ზოლი იოლად დაიცვას, რაც მას ავტოსაგზაო შემთხვევებისგან  თავის არიდებაში ეხმარება.

გაუმჯობესდა ავტომობილის შიდა სივრცეც. სალონში ყველაფერია, რაც მძღოლს შეიძლება დასჭირდეს და ეს სერვისები ციფრულად იმართება. უფრო მოსახერხებელია ავტომობილში არსებული მოსასვენებელი სივრცეც. დიდი დისტანციების დაფარვის დროს ეს მძღოლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„გვიხარია, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ქართულ ბაზარზე MAN-ის უახლესი სატვირთო ავტომობილები წარვადგინოთ. სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და ინდუსტრიაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. უკვე 16 წელია Tegeta Truck & Bus გერმანული პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერია საქართველოში. „თეგეტა“ პირველი იყო რეგიონში, ვინც სატვირთო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი კონცერნის ნდობის მოპოვება შეძლო და ოფიციალური იმპორტიორი გახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიყოთ პირველები, ვინც მომხმარებელს MAN-ის ახალი თაობის პროდუქციას წარუდგენს. ამასთანავე, გერმანული ბრენდის სტანდარტით აღჭურვილ სერვისცენტრში ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას ვუწევთ“, – ამბობს ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი.

საგამოფენო ნაწილში დამსწრეებმა MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოები და MAN TopUsed ხაზის მოდელები დაათვალიერეს. geta Truck & Bus „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად  გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული.

ახალი MAN TGX  Inernaional Truck of the Year სტატუსის მფლობელია. ეს სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე  პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიცემა. ახალი თაობის სატვირთო ავტომობილების შექმნაზე MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა. მათი შექმნისას კომპანიამ მძღოლების გამოცდილება შეისწავლა და გაითვალისწინა. კომფორტული და უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნამდე 700-ზე მეტი მძღოლი გამოიკითხა.

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ახალი თაობის სატვირთო ავტომობილების ზუსტად ისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიც მომხმარებელ კომპანიას ენდომება. მის ჩამოყვანას კი საქართველოში კომპანია Tegeta Truck & Bus უზრუნველყოფს.

„საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია ჩვენი კომპანიისათვის. ადგილობრივ ბაზარზე MAN-ის ბრენდის განვითარებაში ჩვენს პარტნიორს საქართველოში Tegeta Truck & Bus-ს განსაკუთრებული როლი აქვს. მოხარულები ვართ, რომ ახლა საქართველოს გზებზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებიც გამოჩნდებიან. ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს საქმე გავუმარტივოთ, რათა მათ უფრო ეფექტიანად და წარმატებულად შეძლონ ბიზნესსაქმიანობა. ამ დანაპირების შესრულებაში  MAN-ის ახალი წარმოების ის სატრანსპორტო საშუალებებიც დაგვეხმარება, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციაზეა წარმოდგენილი. სიამოვნებით ვესწრები ღონისძიებას, სადაც MAN-ის ცენტრალურ ოფისს წარმოვადგენ“, – ამბობს სერგეი ხავკინი, MAN-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი.

ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეში გამართულ პრეზენტაციას 250-ამდე სტუმარი ესწრებოდა. საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანული ბრენდის წარმომადგენლებიც. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მულტიმედიური შოუ, რომელიც საპრეზენტაციო სივრცეში  მოეწყო. MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია სტუმრებს შთამბეჭდავი ვიდეო და აუდიოეფექტების ფონზე მიაწოდეს.

ორი საუკუნის განმავლობაში MAN მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით იცვლებოდა და იხვეწებოდა. სწორედ ამიტომ, სატვირთო ავტომობილების ეს გამორჩეული ბრენდი ყოველთვის ინარჩუნებს მსოფლიოში საუკეთესოს სტატუსს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend