მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფომსოფლიოს ლიდერების სამძიმარი სამეფო ოჯახს

მსოფლიოს ლიდერების სამძიმარი სამეფო ოჯახს

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვაშინგტონში  სახელმწიფო დროშები დაეშვა და არაერთი განცხადება გაკეთდა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფლის გარდაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა და მიუსამძიმრა როგორც სამეფო ოჯახს, ისე სრულიად გაერთიანებულ სამეფოს.

სამეფო ოჯახს ასევე მიუსამძიმრა რომის პაპმა ფრანცისკემ. მან დალოცა  მეფე ჩარლზი და  ჯანმრთელობა უსურვა.

სამძიმარს უერთდებიან ევროპის ლიდერებიც.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ღრმა მწუხარება გამოხატა მისი უდიდიბულესობის დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო.
მისი თქმით, დედოფალმა ელისაბედმა თითქმის ერთსაუკუნოვანი ეპოქა შექმნა როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დედოფალმა თანამედროვე ისტორია დაწერა. მის უდიდებულესობას დიდ პატივს სცემდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ესპანეთის მეფემ, ფილიპე VI-მ, დიდ ბრიტანეთს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ დედოფალი ელისაბედი  საზოგადოებას დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დედოფალი მისი ღირსების, პასუხისმგებლობის გრძნობის, სიმამაცის, გამბედაობისა და ხალხისადმი ერთგულების გამო.

სამძიმარს უერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. იგი ღრმა მწუხარებას გამოხატავს მისი უდიდებულესობის დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო. მისი აზრით, ეს არის დიდი დანაკარგი მთელი ევროპისა და სრულიად მსოფლიოსთვის. უკრაინელების სახელით, ვოლოდიმირ ზელენსკი სამძიმარს უცხადებს სამეფო ოჯახს, მთლიანად გაერთიანებულ სამეფოსა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს.

დედოფლის გარდაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე დედოფალს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend