მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში მილიონზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება - ზელენსკი

უკრაინაში მილიონზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება – ზელენსკი

რუსული სამხედროები უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს აგრძელებენ. შესაბამისად, კიევის ენერგოოპერატორი, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებას გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის იერიშების შემდეგ, უკრაინაში მილიონზე მეტ ოჯახს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.

ცივი ზამთრის წინ, ქვეყნის ელექტროსადგურების მინიმუმ მესამედი განადგურებულია. მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილებით, უკრაინის დედაქალაქის მაცხოვრებლებს შეეძლებათ თავიანთი დღე წინასწარ დაგეგმონ.

„ელექტროენერგია რამდენიმე დღე დღეში ოთხი საათის განმავლობაში არ გვექნება. რა ვქნათ, სანთლები უნდა ვიყიდოთ, როგორმე უნდა მოვემზადოთ. რადგან ბოლო მოვლენებმა ცოტა გაართულა ცხოვრება, ვერაფერს ვიზამთ, უნდა გადავრჩეთ“, – ამბობს კიევში მცხოვრები სერგეი.

იურის კი მიაჩნია, რომ აუცილებელია ღია იყოს მაღაზიები, ხოლო ქუჩაში შუქნიშნები და აბრები მუშაობდეს. “ჩვენ კი ცოტა ხნით სიბნელეში ყოფნას როგორმე ავიტანთ,“ – ამბობს იური.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ელექტროქსელზე მიტანილი რუსული შეტევები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთანაა კოორდინირებული.

„ენერგეტიკის თვალსაზრისით, დღევანდელი დაბომბვა უკრაინის ენერგოსისტემის განადგურების სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელსაც რუსი სამხედროები ასრულებენ“, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმანი გალუშჩენკომ.

უკრაინის ენერგოობიექტებზე, რუსეთმა შეტევები მას შემდეგ გააქტიურა, რაც ანექსირებულ ყირიმში, რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend