მთავარიევროპაბელარუსიბელარუსში ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესი დაიწყო

ბელარუსში ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესი დაიწყო

სამშაბათს ბელარუსში ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ციხანოვსკაიას სასამართლო პროცესი დაიწყო. ციხანოვსკაიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს ბრალად ედებათ სახელმწიფოს ღალატი, ექსტრემიზმი და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა.

თავად ციხანოვსკაია კი ახლა დავოსში იმყოფება და სასამართლო პროცესს არ ესწრება. მან დასავლეთს მოუწოდა, გაეძლიერებინა მხარდაჭერა ქვეყნის ოპოზიციის მიმართ.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის ე.წ სასამართლო პროცესი, რადგან მას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასთან. ჩემი აზრით, ეს სასამართლო არის შურისძიება მათზე, ვინც ლუკაშენკას რეჟიმს ან ომს ეწინააღმდეგება. მე სასამართლოსგან არაფერს ველი. ციხეში დიდი ხნით მიპირებენ გაშვებას. მოსამართლე იმდენ წელს მომისჯის, რამდენსაც მას დაავალებენ“, – განაცხადა სვეტლანა ციხანოვსკაიამ.

ბელარუსის პროკურატურა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ლიდერებს მასობრივი არეულობების მომზადებაში, შენობების დაკავებასა და არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მათ თავისუფლების აღკვეთა რამდენიმე ათეული წლით ემუქრებათ. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ციხანოვსკაიას განცხადებით ეს პროცესი ფარსია.

ამავდროულად, იმართება სხვა სასამართლო პროცესებიც ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის Viasna-ს წინააღმდეგ, მათ შორისაა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend