მთავარიევროპადანიადანიაში რთული ზამთრისთვის ემზადებიან

დანიაში რთული ზამთრისთვის ემზადებიან

ევროპის ქვეყნების მთავრობები ენერგომოხმარების შემცირებისთვის ემზადებიან.

დანიაში მოსახლეობას აფრთხილებენ,  რომ მომავალი ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ჩაბნელებული იქნება. გარკვეულ ადგილებში ქუჩის სუსტი განათება იქნება, ზოგან კი საერთოდ გამოირთვება.

სავარაუდოდ, რამდენიმე ადგილას არ იქნება საახალწლო განათება და არც ყოველწლიური საციგურაო მოედნები მოეწყობა.

ადგილობრივი ივონ რასმუსენი ამბობს, რომ ქალაქი ვაილე დეკემბერში ულამაზესია და არცთუ ისე სასიამოვნო იქნება განათებების გარეშე ქალაქის ნახვა. როგორც წესი, მთავარ მოედანზე დიდი ნაძვის ხე დგას ხოლმე ლამაზი განათებით. ადგილობრივებს აინტერესებთ, კიდევ რის ხარჯზე უნდა დაზოგონ ენერგია?!

ტემპერატურას დაუწევენ სკოლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებშიც. 1 გრადუსით დაწევაც კი შეღავათია, როდესაც ასეთი მაღალი გადასახადებია.

პედაგოგ სიმონ კროგ-ნილსენის თქმით, ტემპერატურის 16 გრადუსამდე დაწევის შემთხვევაში გაკვეთილებზე ხელთათმანებითა და ქუდით მოუწევდათ დასწრება,  ერთი გრადუსით დაწევა კი, მისი აზრით, დიდ პრობლემას არ შექმნის.

ასეთი განათებები შესაძლოა საღამოს ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე საერთოდ გათიშონ. თუმცა კვლევის მიხედვით, გარე განათების ერთი საათით ადრე გამორთვამ შესაძლოა საშუალო სიდიდის ქალაქში ყოველწლიურად 40 000 ევრო დაზოგოს. ეს კი არც თუ ისე ცუდია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend