მთავარიევროპაუკრაინაUN: შეიქმნას უსაფრთხო ზონა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის გარშემო

UN: შეიქმნას უსაფრთხო ზონა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის გარშემო

გაეროს ხელმძღვანელი უერთდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნას, რომ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონა შეიქმნას. განცხადებები ამის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გააკეთეს. სხდომა რუსეთის მოთხოვნით მოიწვიეს, რათა განეხილათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიში ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ამბობს, რომ რუსული და უკრაინული მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რომ არ ჩაერთვებიან სამხედრო აქტივობებში ელექტროსადგურის გარშემო. მისი თქმით, ზაპორიჟიის ობიექტი და მისი შემოგარენი არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციების პლატფორმა, ხოლო მეორე ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, შეთანხმების გაფორმება და დემილიტარიზებული პერიმეტრის შექმნაა.

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები კი საფრთხის შექმნაში კვლავინდებურად ერთმანეთს ადანაშაულებენ.

რუსეთის ელჩი გაეროში ვასილი ნებენზია აღნიშნავს, რომ  სააგენტოს მიერ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებულ ანგარიშში, რომელიც აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს, არ არის მითითებული, თუ საიდან ხდება დაბომბვა.

სერგი კისლიცა, უკრაინის ელჩი გაეროში  ამბობს, რომ, როდესაც ელექტროსადგურს უკრაინა აკონტროლებდა, არ არსებობდა ბირთვული კატასტროფის საფრთხე, რუსეთის მოსვლის შემდეგ კი მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა.

გასულ კვირას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ელექტროსადგურს ეწვივნენ. მათი იქ ყოფნის დროსაც ბომბავდნენ გარშემო ტერიტორიებს. სააგენტოს ხელმძღვანელი ბირთვული საფრთხის რეალურ რისკზე საუბრობს. სააგენტო ფრთხილობს, რომ რომელიმე მხარეს არ დასდოს ბრალი, თუმცა, ამავდროულად, მოუწოდებს მყისიერი ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა თავიდან აიცილონ ბირთვული კატასტროფა. მათი თქმით, ყველა მხარე უნდა შეთანხმდეს ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend