მთავარიევროპაუკრაინაგაერო ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს

გაერო ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს

სამხრეთუკრაინული ქალაქის ბერდიანსკის მოსახლეობას რუსულ პასპორტებს ურიგებენ. ქალაქის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, რუსული პასპორტი უკვე დაურიგეს დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანს, 5 ათასზე მეტი კი მის მიღებას ელის.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად აპლიკაციების წარდგენა 12 ივნისს დაიწყო. აპლიკაციას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. ქალაქი ბერდიანსკი რუსულმა ჯარებმა ინტერვენციის დაწყებიდან მალევე ჩაიგდეს ხელში.

გრძელდება სამხედრო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. დონბასის რეგიონში რუსულმა არმიამ ქალაქების სივერსკისა და ბახმუტის მიმართულებით სცადა წინსვლა, რუსეთი კვლავ ბომბავს დონბასის რეგიონის სამხრეთ მიდამოებსაც.

უკრაინულ არმიას კი სამხრეთის ფრონტის ხაზზე რუსული სამხედრო მომარაგების ცენტრებზე მიაქვს საარტილერიო და სარაკეტო იერიში. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გრძელდება ფარული მობილიზაციაც და ეგრეთ წოდებული „მოხალისეთა ბატალიონების“ ჩამოყალიბება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლები კი ევროპის კონტინენტზე მდებარე უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ.

“ჩვენი სააგენტო ადგილზე  აგრძელებს მდგომარეობის შესწავლას. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ატომური კატასტროფის საშიშროება არ დგას, მაგრამ ატომური ელექტროსადგურის ახლომდებარე მიდამოებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დიდ პრობლემებს ქმნის და შესაძლოა, მდგომარეობა უარესობისკენ სწრაფად შეიცვალოს“, – აცხადებს საერთაშორისო ატომური სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური უკრაინაში ოკუპანტებმა რუსული ინტერვენციის დაწყებიდან მალევე, მარტში ჩაიგდეს ხელში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend